Home » 2020 » September » 26

Daily Archives: September 26, 2020

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.  შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება,  პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი ცვლილების თანახმად, სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო ოდენობა 4.2 ...

Read More »

ის რაც აქ აკრძალული და ტაბუირებულია, წაიკითხეთ და მოემზადეთ ახალი მსოფლიოსათვის

“Made in China ის რაც აქ აკრძალული და ტაბუირებულია, წაიკითხეთ და მოემზადეთ ახალი მსოფლიოსათვის!”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქრიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “Made in China ის რაც აქ აკრძალული და ტაბუირებულია, წაიკითხეთ და მოემზადეთ ახალი მსოფლიოსათვის!”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქრიძე სოციალურ ქსელში წერს. თავის დროზე იტალიელმა ავტონომისტმა მარიო ...

Read More »

აშშ-ის სენატმა ჯო ბაიდენის შვილზე გამოძიების სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ბრძოლა აშშ-ში მძაფრდება.  სენატის ორი კომიტეტი იძიებდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის კავშირებს უკრაინასთან, ჩინეთთან, რუსეთთან და ყაზახეთთან. ამ დღეებში გამოქვეყნდა ამ ძიების შედეგების შესახებ დასკვნა. გთავაზობთ აღნიშნული დასკვნის ძირითად საკითხებს: „ჰანტერ ბაიდენი, burisma და კორუფცია: გავლენა აშშ–ის შიდა პოლიტიკაზე და მასთან დაკავშირებული პრობლემები.“ აშშ–ის სენატის შიდა უსაფრთხოებისა და ფინანსურ საკითხთა კომიტეტების, აშშ-ისსენატის უმრავლესობის ადმინისტრაციის დასკვნა 2015 ...

Read More »

კომპანიამ TESLA მომხმარებლებს სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო

Tesla-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე კომპანიის აქციონერებსა და მომხმარებლებს სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ყურადღება ძირითადად ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ახალი ელემენტების წარმოებაზე, Model S-ის გაუმჯობესებული ვერსიასა და უახლოეს მომავალში ბიუჯეტური მანქანების გამოშვების შესაძლებლობაზე გაამახვილა. პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან Tesla საკუთარ ქარხნებში წარმოებული ელემენტების გამოყენებაზე გადავა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს ...

Read More »

„მინიმუმ 4 წლით ვუსწრებთ ოპონეტებს, რომლებიც ახლა სთავაზობენ ამომრჩეველს გურჯაანის აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბებას“

„ბიზნესი იმედზე“ რუბრიკის სტუმარი „სახელმწიფო მოხელე „ჰოლონის“ პირისპირ“, ამჯერად პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იყო. მან გადაცემაში თავის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. „გურჯაანი თავისი ფუნქციით, კახეთში ერთ-ერთი ცენტრალური მუნიციპალიტეტია. რეგიონში მას ყველაზე მეტი სავენახე ფართობი და ღვინის მარნები გააჩნია. მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი მიკრო ზონა აქვს, რაც ცალსახად ხაზს უსვამს მის უნიკალურობას. შესაბამისად, გურჯაანი მეღვინეობის მუნიციპალიტეტია. ...

Read More »

ვატო სურგულაძე – ლარის კურსის ვარდნამ მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულად ზრდა გამოიწვია

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნამ მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულად ზრდა გამოიწვია. როგორც ვატო სურგულაძე აცხადებს, ფასები თითქმის ყველა სახის მედიკამენტზეა გაზრდილი. „კორონავირუსმა, მგონი დაგვავიწყა, რომ არსებობს სხვა დაავადებები, რომლითაც დასნეულებულები არიან ჩვენი მოქალაქეები. ჯანდაცვის სამინისტრო პრაქტიკულად გადაიქცა კორონავირუსის სამინისტროდ, სამწუხაროდ, იქაც არ გვაქვს საქმე კარგად. გვავიწყდება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება მედიკამენტები ქრონიკულად, ყოველდღიურად და ყოველთვიურად. ეკონომიკურმა ...

Read More »

საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა

საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. ინციდენტობის მაჩვენებელი ზღვარს გასცდა და 5,5 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მაჩვენებლების შედეგად, ქვეყანა ე.წ. COVID შუქნიშნის მიხედვით ყვითელ ზონაში გადავიდა.  შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული.​ COVID-19-ით გარდაცვლილია 27 პაციენტი.

Read More »

Johnson & Johnson-ის ვაქცინის კვლევის მონაწილეთა 99%-ის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის კვლევის მონაწილეთა 99%-ის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა. კვლევის შედეგები ელექტრონული სამეცნიერო ბიბლიოთეკა medRxiv-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველმა ფაზამ და მეორე ფაზის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. კვლევაში 800 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მეცნიერებმა ორ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფში 18-55 წლის ადამიანები, მეორეში კი 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოხვდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულები კლინიკური ...

Read More »

კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა პირველი სექტემბრისათვის 50.98 მლრდ ლარი შეადგინა

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 197.39 მლნ ლარით, ანუ 0.39 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.01 პროცენტით შემცირდა) და 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 50.98 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის ...

Read More »

საქართველოდან საზამთროს ექსპორტი 60-ჯერ გაიზარდა – ქვეყნები, სადაც პროდუქტს ვყიდით

საქართველოდან საზამთროს ექსპორტი 60-ჯერ გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში ქვეყნიდან 109 ათასი დოლარის ღირებულების ბაღჩეული პროდუქტი გაიყიდა. ეს კი თითქმის 60-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის 8 თვეში ქვეყნიდან მხოლოდ ათას 900 დოლარის საზამთრო გავიდა. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოდან საზამთრო ძირითადად მეზობელ ქვეყნებში იყიდება. ყველაზე მეტი – 57 ათას 600 დოლარის ღირებულების საზამთრო გავიდა სომხეთში; ...

Read More »