Home » 2020 » September » 25

Daily Archives: September 25, 2020

200 000 სამუშაო ადგილი ვერ შეიქმნა, მაგრამ ათეულობით ათასი შეიქმნა – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “ღამის კურიერის” ეთერში ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე ისაუბრა. “ღამის კურიერის” წამყვანმა ეთერში “საქსტატის” მონაცემები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2016 წელს “ქართული ოცნების” დაპირებული 200 000 სამუშაო ადგილის ნაცვლად, -27 100 სამუშაო ადგილია. ირაკლი კობახიძე აღნიშნულ მონაცემებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ათეულობით ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი, ...

Read More »

ამ პერიოდში ლარს სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა, შემდეგ კი იქით დაეხმარება ეკონომიკას – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რომელიც მომავალი წლისთვის არის პროგნოზირებული, ლარის კურსიც დასტაბილურდება. მანვე აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ვარდნისა და პანდემიის გამო ლარის კურსზე ზეწოლა მინიმალური იყოს.  “ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კურსი იყოს მყარი. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, იგივე ეკონომიკური მაჩვენებლები რომ ავიღოთ, პრობლემები აქვს მთელს მსოფლიოს. ეს ყველაფერი ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – მოვიზიდეთ საკმარისი რეზერვი, რათა ეროვნულმა ბანკმა საჭირო რაოდენობის ვალუტა მიაწოდოს ბაზარს

"არაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი აუცილებლად, ან მნიშვნელოვნად გაუფასურდება“

ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო რაოდენობით მიაწოდოს ბაზარს უცხოური ვალუტა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. ამასთან, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკი ფასებს კარგად ართმევს თავს და ინფლაციას კლებადი ხასიათი აქვს. ,,პანდემიის გავრცელების შემდეგ შოკი მიიღო მთელმა მსოფლიომ, მათ შორის საქართველომ. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შოკი, ვინაიდან დაახლოებით ეკონომიკის ათ პროცენტს ...

Read More »

საქართველოდან 1054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული – სად იყიდება ქართული ვაშლი

24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება. უწყების ინფორმაციით, ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (990.5 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (59.9 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (3.6 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა). ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ინტერვენციის მიუხედავად, მოლოდინები მართავს ლარის კურსს

ძალიან არასწორ განცხადებებს აკეთებენ ექსპერტები და ოპოზიციონერები, რომლებიც რეფინანსირებას და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს პირდაპირ უკავშირებენ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციებისა, ლარის კურსს პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მოლოდინები მართავს. “რეფინანსირებას გააკეთებს თუ არა ეროვნული ბანკი, ეკონომიკას ვალუტაზე ექნება ის მოთხოვნა რა მოთხოვნაც აქვს. რეფინანსირების მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ...

Read More »

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა. რუსთავის კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე ...

Read More »

დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

დღეს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი), პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას ...

Read More »

თხილის ექსპორტი 74%-ით გაიზარდა

24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4, 466 ტონა თხილი, რაც 74% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდს. ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია (1392,9 ტონა), იტალია(808,8 ტონა), ჩეხეთი (280,3 ტონა), ესპანეთი (165 ტონა), პოლონეთი (192 ტონა), საფრანგეთი (125 ტონა), ლიეტუვა (143.7 ტონა), საბერძნეთი (34,7 ტონა), ავსტრია (22 ტონა), ესტონეთი (22 ტონა) და ...

Read More »

“მოსახლეობის გაკოტრება დაწყებულია” – ლარის დევალვაციას საზღვარი არ აქვს

ბოლო სამი კვირაა ლარის გაუფასურება შეუქცევადია და ვერაფრით აჩერებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ლარს 3,40-იანი ნიშნულისკენ გაეხსნა გზა და ეს მაჩვენებელი მალე დაფიქსირდება. ხოლო წლის ბოლომდე შიძლება 4,0-იან ნიშნულსაც მიაღწიოს. ცალკე საკითხია ის პრობლემები, რაც შეიძლება უკონტროლო გაუფასურებას მოჰყვეს. როგორც ბიზნესი, ასევე მთელი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო პროცესების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.  იმ ფონზე, როცა წინასაარჩევნოდ ასეთი მდგომარეობაა, ადვილად წარმოსადგენია, რა მოხდება ...

Read More »

“ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ლარის ხელოვნურად გაუფასურების პოლიტიკას”

მიმდინარე წელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეკონომიკა მნიშვნელოვან შოკებს განიცდის და ამ ყველაფრის ფონზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც მოსალოდნელი იყო, ეკონომისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებენ და ლარის დევალვაციაზეც პასუხისმგებლობას, სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრებენ. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ...

Read More »