Home » 2020 » September » 24

Daily Archives: September 24, 2020

ალეკო, ლევანი და უკვე ობამაც გისმენთ!

პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა რამდენიმე კვირის უკან დაიწყო კამპანია “ალეკო და ლევანი გისმენთ”. ქალაქში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც განათავსებულია ტელეფონის ნომერი, რომელსაც ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პასუხობენ. დღის განმავლობაში ისინი ასობით მოქალაქეს უსმენენ, მათ პრობლემებს ინიშნავენ და შესაძლებლობის და კომპეტენციის ფარგლებში, ეხმარებიან მათ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენდმა ობამამ. ...

Read More »

მოგზაურება უკან დაბრუნების გარეშე – მილანში, სტამბოლში, ვარშავაში, კიევსა და მინსკში გაფრენას შეძლებთ, ჩამოფრენას ვერა

როსავიაციამ პეტერბურგი-ბათუმისა და მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებებზე ფრენების ნებართვა გასცა

ავიაციის სააგენტომ ოქტომბერში ჩარტერული ფრენების განრიგი დაამტკიცა. მომდევნო თვეს სულ 72 ავიარეისი შესრულდება და მათი უდიდესი ნაწილი ცალმხრივი იქნება. სტამბოლში, მინსკში, ვარშავასა და კიევში გაფრენის მსურველები უახლოეს პერიოდში სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებიან. ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს, მათ შორის: „აირზენა“, „ეარფრანსი“, „ეარბალტიკი“, „ლუფტჰანზა“, „პეგასუსის ავიახაზები“, „პოლონეთის ავიახაზები“, „ბელავიის ავიახაზები“ და „სქაიაპი“. ქუთაისში ბრუნდება „ვიზეარიც“, რომელიც კვირაში ერთხელ რიგის მიმართულებით ორმხრივ რეისს განახორციელებეს. ...

Read More »

ლარის გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ლარმა გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო. მხოლოდ ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა კიდევ 10 პუნქტით გაუფასურდა და თუ კვირის დასაწყისში ერთი დოლარი 3.22 ლარის ფარგლებში ივაჭრებოდა, კვირის მიწურულს ერთი დოლარის ღირებულებამ 3.32 ლარს გადააჭარბა. თუმცა, ლარის ასეთ გაუფასურებაში პრობლემას ვერ ხედავს ეკონომიკის მინისტრი. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ლარის ქვეყანაში ვალუტის კურსის რყევები ზომიერია. „ახალი არ არის ის, რომ საქართველო ...

Read More »

კონგრესმენი – საქართველოს მთავრობა ახალი ციფრული დერეფნის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, კენ ბაკის წერილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტს, აბრეშუმის გზის ციფრულ დერეფანს ეხება. როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები აფერხებს ამ პროექტის განვითარებას, რაც თავის მხრივ რეგიონში რუსეთისა და ირანის ციფრული გავლენის შემცირებას ხელს უშლის. „ქალბატონო თავმჯდომარე, მსურს გამოვხატო ჩემი შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის ხარისხის გაუარესებასთან ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – „ქართულ ოცნების“ ლიდერებიდან ყველას, განსაკუთრებით მის თავმჯდომარეს ვიწვევ დებატებში, რადგანაც დავამთავროთ ის მარაზმი, რაც დაამკვიდრეთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. როგორც პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ აქვთ გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას მძიმე მდომარეობიდან გამოვიდეს. მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა „ნუ იმალებიან“, მიიღონ მონაწილეობა დებატებში. „კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დონეზე დებატებისთვის, ...

Read More »

„საწვავზე ფასები მომატებულია 40-50 თეთრით, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზარზე ფასის მატებასთან“

მიმდინარე წელს, მსოფლიო სანავთობე ბაზარი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. შემცირებული მოპოვების პარალელურად, „შავი ოქროს“ ფასმა რეკორდულად დაბალი ფასი აჩვენა. მსოფლიო პანდემიის პირველი ტალღის გადავლის შემდეგ, ეკონომიკის მცირედით ამუშავებასთან ერთად, ნავთობპროდუქტების როგორც მოპოვება, ასევე ფასები მცირედით გაიზარდა. თუმცა, 2020 წლის 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე ...

Read More »

„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობაა“ – რა რაოდენობის სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა

„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობაა“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, 21 აგვისტოს მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, ჯამში 3 000-მდე სესხი გაიცა. საუბარია, დაახლოებით, 280 მლნ ლარზე. „იპოთეკური სესხები სუბსიდირების ქვეშ გაცემულია უკვე 3 000-მდე სესხი. დაახლოებით, საუბარია 280 მლნ ლარზე. აქედან 20% არის როგორც სუბსიდირებაში, ისე საკრედიტო საგანატიო სქემაში. ცალსახად ...

Read More »

კიევმა ანექსირებულ ყირიმს წყლის მიწოდება შეუწყვიტა

ცენტრალური ყირიმის შემდეგ, წყლის გარეშე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილიც დარჩა, ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ყირიმის წყალმომარაგების სისტემის «Вода Крыма»-ს დირექტორმა ვლადიმირ ბაჟენოვმა განაცხადა. წყლის მიწოდების შეზღუდვები რეგიონის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო. დაცარიელებული წყალსაცავების გამო სოფლებში წყალი ცისტერნებით ჩააქვთ, რისთვისაც ადგილობრივი ხელისუფლება დამატებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას აპირებს. ბაჟენოვის თქმით, ყირიმის 40 დასახლებულ პუნქტში, სადაც აგვისტოს ბოლოდან წყალი მოსახლეობას განრიგით მიეწოდება, წყალმომარაგების სისტემაში ...

Read More »

აგრარულ სექტორში ჩართულმა ფერმერებმა შესაძლოა, საშეღავათო პირობებით ისარგებლონ

„მიწასთან დაკავშირებით განიხილება მხოლოდ იჯარა, გამონაკლისი შემთხვევები არ იქნება”

აგრარულ სექტორში ჩართულმა ფერმერებმა შესაძლოა, საშეღავათო პირობებით ისარგებლონ. შესაბამის ცვლილებებს აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტზე, კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ წარმოადგინა. როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, კანონპროექტი დღგ- ს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. „საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად და დაკავებულია სოფლის მეურნეობით. კოვიდის გამოწვევის პირობებში, ქვეყანაში ტურიზმის დიდი დანაკლისია და ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ის რესურსი, რომელიც არის ...

Read More »

ნათია თურნავა: ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება 40%-ით გაიზარდა

საქართველოს მომავალი სიძლიერე და ეკონომიკური კეთილდღეობა ზღვას უკავშირდება. საქართველო ზრუნავს საკუთარი საზღვაო დარგის მდგრად განვითარებაზე და ამასთან, საქართველოს, როგორც IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) წევრ ქვეყანას თავისი კონტრიბუცია შეაქვს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. საქართველო იყო ერთ-ერთი 14 საზღვაო ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და მეზღვაურებს, როგორც საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ნაოსნობის ძირითად მამოძრავებელ ძალას, მხარდაჭერა გამოუცხადა, – განაცხადა ...

Read More »