Home » 2020 » September » 22

Daily Archives: September 22, 2020

ერდოღანი – მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე. „სომხეთმა, რომელიც ივლისში თავს დაესხა აზერბაიჯანს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ჩვენ, რეგიონში კონფლიქტების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას ვუჭერთ მხარს, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის. მხარს ვუჭერთ ...

Read More »

გიორგი ვაშაძე – ღმერთმა ნუ ქნას სიღარიბეში ჩამხრჩვალი საჩხერე იყოს საქართველოს განვითარების მოდელი

ღმერთმა ნუ ქნას დღევანდელ სიღარიბეში ჩამხრჩვალი საჩხერე იყოს მოდელი საქართველოს განვითარების, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პრემიერ-მიონისტრ გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საჩხერის მოდელი საქართველოს განვითარების მოდელია. ვაშაძის თქმით, საჩხერის მოსახლეობა უკიდურესი სიღარიბის ზღვარზეა და საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები აბსოლუტურად არიან მოცილებულები იმ პრობლემებს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. „გუშინ ოლიგარქ ივანიშვილის მარიონეტმა გახარიამ გვამცნო, რომ თურმე ...

Read More »

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ აგვისტოში 96 მლნ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების შემოსავალი აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 მლნ ლარით გაიზარდა და 400 მლნ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ჯამური შემოსავლების 83% – 331 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლებიდან იქნა მიღებული, 8% – 31 მლნ კი საკომისიოებიდან. ჯარიმებზე და საურავებზე 4 მლნ ლარამდე თანხა მოდის. 2019 წელთან შედარებით საპროცენტო შემოსავლები გაზრდილია, საკომისიოები და ჯარიმები კი შემცირებული. ბანკებისთვის მომგებიანი ...

Read More »

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს, ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ”

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ოდენობის მიუხედავად, სიტუაცია სრულად კონტროლდება და მართვადია. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს. “საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მკაცრ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღურდვები რეგიონებში შეიძლება იყოს და ეს ბუნებრივია, კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ...

Read More »

EBRD: საქართველო „მწვანე“ წყალბადის წარმოების პროცესს შეუერთდება

საქართველომ წყალბადის ეკონომიკის განვითარების კურსი აიღო, რომლის საფუძველი „მწვანე“ წყალბადია. ქვეყნის მთავრობამ შესაბამის შეთანხმებას ხელი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად EBRD-ის ვებგვერდზე ვრცელდება. „საქართველო დგამს ძალიან დროულ ნაბიჯს საკუთარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებისა და თავისი გაზის ინფრასტრუქტურის პერსპექტიულობის უზრუნველყოფის კუთხით, რათა ნაკლები ნახშირბადის მქონე საწვავზე გადავიდეს. ჩვენ მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს პირველ ნაბიჯებს“- აცხადებს EBRD-ის წარმომადგენელი ...

Read More »

სესხების გადავადებისთვის რეფინანსირების ახალი მექანიზმი უნდა შეიქმნას

სესხების გადავადებისთვის რეფინანსირების ახალი მექანიზმი უნდა შეიქმნას „ლელო საქართველოსთვის“ ერთ ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით დასრულდა ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი, თუმცა ქვეყანაში კვლავ კორონა-კრიზისია და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას ბევრი ადამიანი ისევ ვერ ახერხებს. მიქაუტაძის განცხადებით ამ დროს მთავრობა დუმს და ხალხს არაფერს სთავაზობს. „მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მსგავსი კრიზისული სიტუაციების მართვა სწორედ მათი პირდაპირი მოვალეობაა და ...

Read More »

ავთო სილაგაძე: “სულ მალე ქვეყანაში ღარიბების რაოდენობა გაორმაგდება”

ეპიდემიამ და ლარის კურსის გაუფასურებამ მოსახლეობის შემოსავლებს დიდი რისკი შეუქმნა. გარდა იმისა, რომ ფულმა მსყიდველუნარიანობა დაკარგა, სულ უფრო და უფრო მცირდება მოსახლეობის შემოსავლები. ეს კიდევ ერთი ბიძგია, რომ გაღარიბების მასშტაბი გაფართოვდეს. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სიღარიბე გაიზრდება. სოციალური ფონის გაუარესებამ უამრავ ოჯახს შეუქმნა პრობლემა, ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კი, მოსალოდნელია სიღარიბის 10-13%-იანი მატება, რაც ქვეყანაში უმძიმეს პრობლემას გამოიწვევს. თავის დროზე სწორედ ...

Read More »

ჩინეთის სასამართლომ პრეზიდენტის კრიტიკოსს, ყოფილ ბიზნეს მაგნატს, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჩინეთში უძრავი ქონების ყოფილ მაგნატს ჟენ ჩჟიციანს, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის წინააღმდეგ საჯარო კრიტიკით გამოირჩევა, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ჩინეთის სასამართლომ ჟენ ჩჟიციანი დამნაშავედ კორუფციაში, მოსყიდვასა და საჯარო სახსრების გაფლანგვაში ცნო. გარდა ამისა, ჟენ ჩჟიციანს ჯარიმის სახით 4.2 მილიონი იუანის (620 000 აშშ დოლარის) გადახდა მოუწევს. სასამართლოს ინფორმაციით, ჟენ ჩჟიციანი ...

Read More »

ხვალ ეროვნული ბანკი კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, -ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

Read More »

მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, საქართველოში მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს

ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვაპირებთ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს. „მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, ...

Read More »