Home » 2020 » September » 21 (page 2)

Daily Archives: September 21, 2020

CNN – აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც „სიენენი“ იუწყება, ქალი კანადისა და აშშ-ის საზღვარზე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ვაშინგტონის პროკურატურა ბრალის წარდგენისთვის ემზადება. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს. გამოძიებას ფედერალური საგამოძიებო ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – სახელმწიფოს მიერ ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ და ანაზღაურება მიიღონ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო. მინისტრის თქმით, ყურძნის კრეფის პიკური პერიოდი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღიურად ათი ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდება. „რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, ...

Read More »

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა. მთავრობის საგარეო ვალის დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია და ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელი, რამდენადაც 2020 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა საგარეო ვალის 6.1 მილიარდი ლარით ზრდას გეგმავს. რაც შეეხება წინა წლების დინამიკას, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3.2 მილიარდ ლარს (1.5 მლრდ აშშ ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1534-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Read More »

საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა. შესაბამისად, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 შემთხვევაა.

Read More »

ლარსაც ვირუსი შეეყარა?!

ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ...

Read More »

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები გაიზრდება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00 საათიდან 11:00 საათამდე მუშაობდა.

Read More »