Home » 2020 » September » 21

Daily Archives: September 21, 2020

ილჰამ ალიევი: საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო – დიდად ვაფასებ საქართველოს მთავრობის ქმედებებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის. „უნდა განვაცხადო, რომ დიდ შეფასებას ვაძლევ საქართველოს მთავრობის ქმედებებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო. სწორედ ამის გამოა, რომ ახლა სომხეთში იარაღი კასპიისპირა ქვეყნების ტერიტორიების გავლითა და საჰაერო გზით ჩააქვთ. საქართველო მოიქცა, როგორც ...

Read More »

გიორგი გახარია – საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, საქართველო დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია

არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ საჩხერეში გავიმარჯვებთ ყველანი ღირსეულად, მაგრამ ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ საჩხერის გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის ჭიათურაში წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საჩხერეს ყველა რეგიონისგან გამოარჩევს ის ფაქტორი, რომ აღნიშნული მუნიციპალისტეტი ჩამოყალიბებულია მოდელად, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო მომავალში. ...

Read More »

თბილისის თიზ-ში ქართული ფარმაცევტული კომპანია ქარხნის აშენებას გეგმავს

თიზი

თბილისის თავისუფალ ინდუსტრულ ზონაში მესამე ლოჯისტიკური ცენტრი 1-2 თვეში ამოქმედდება. „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, რომ ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შენობის მშენებლობა და მიმდინარეობს მანქანა-დანადგარების სამონტაჟო სამუშაოები. მისი განმარტებით, ამჟამად თიზ-ში არსებულ, პირველ და მეორე ლოჯისტიკურ ცენტრში ხელშეკრულება რამდენიმე კომპანიასთანაა გაფორმებული. მათ შორის არიან მედიკამენტების მწარმოებელი უკრაინული და აზერბაიჯანული კომპანიები, რომლებიც ...

Read More »

თუ ლარი არ დასტაბილურდება, კომპანიები გაკოტრდებიან – ლაშა პაპაშვილი

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიზნესმენები ქართული ეკონომიკისთვის დამღუპველ პროცესად მიიჩნევენ. როგორც ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, თუ ლარი ძველ ნიშნულებს არ დაუბრუნდება, კომპანიები გაკოტრდებიან. „მოლოდინები კარგი არ გვაქვს, რამდენადაც როდესაც ლარის გამყარების ფუნდამენტი იყო მაშინ მის გასამყარებლად არაფერი გააკეთეს. პანდემიამდელ პერიოდში უნდა ეკეთებინა ეროვნულ ბანკს ის, რასაც ახლა აკეთებს – ვგულისხმობ ინტერვენციებს. გავლენა ნაკლები იქნებოდა და ამ კრიზისსაც უფრო მომზადებული შევხვდებოდით. ჩვენი ...

Read More »

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

თიბისი

აქ. ახლა,თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს,დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალურიპრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას“ და“ სუფთა სახლის“ ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  – 50 ...

Read More »

რატომ გაუფასურდა ლარი – ეკონომისტ პაატა ბაირახტარის განმარტება

ეკონომისტ პაატა ბაირახტარის განცხადებით, ლარის კურსის ბოლოდროინდელი რყევები რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. „უნდა ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ბოლოდროინდელ რყევებზე ზეგავლენა რამდენიმე გარემოებამ მოახდინა. რომელიმე ერთ განკერძოებულზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, ჩემი აზრით, ეს სწორი არ იქნება. კურსზე გავლენა მოახდინა როგორც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ, ისე – მონეტარული ხელისუფლების სხვადასხვა გადაწყვეტილებამ, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკამ – ვგულისხმობ ჭარბი ...

Read More »

ვასო ურუშაძე: “ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების უმრავლესობა “ქართული ოცნების” შემომწირველია”

2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა. როგორც ვასო ურუშაძემ აღნიშნა, კვლევის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირების გამოვლენა, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობებს და ასევე სხვადასხვა სახით დაკავშირებული არიან სახელმწიფო რესურსებთან, ტენდერებისა და ხელშეკრულების მიღების გზით. „2020 წლის 1-ელ ...

Read More »

საქართველოში შესაძლოა, ეროვნული ლოუკოსტერი შეიქმნას – “ჩვენ დავდებთ Wizzair-ზე უკეთეს ფასს“

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ბილეთის ფასით კონკურენციას Wizzair-ს გაუწევს. ამის შესახებ ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ პალიტრანიუსის გადაცემაში ,პოლიტnews” განაცხადა. კოდუა ამბობს, რომ მოლაპარაკებების 80% უკვე დასრულებულია და მზაობის შემთხვევაში, საქართველოს დროშის ქვეშ მფრინავი, ორი ეარბასის ბაზა ქუთაისის აეროპორტი გახდება. ,,ეროვნული ლოუკოსტის შექმნის გეგმა გვაქვს და ამჟამად ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. გამომდინარე იქედან, რომ ...

Read More »

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები – ადგილობრივი ექსპორტის ათეული

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (240.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (118.6 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (77.4 მლნ. აშშ დოლარი). 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 144.9 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტს შეადგენს. ...

Read More »

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 51%-ს შეადგენს

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 51.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 1 055.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ...

Read More »