Home » 2020 » September » 20

Daily Archives: September 20, 2020

ანდრია გვიდიანი: სააკაშვილისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი მით უმეტეს, როცა ფაქტობრივ უზუსტობებზე და ტყუილებზეა აგებული

სააკაშვილმა ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. პრინციპში მისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი. მით უმეტეს, როცა ეს უტიფრობა ფაქტობრივ უზუსტობებზე და ტყუილებზეა აგებული. ახალი არ არის, რომ ეს კაცი ყველაფრის მკადრებელია, არც არავის უკვირს მისგან არც ტყუილი, არც ფარისევლური ბოდიშები, არც დამახინჯებული რეალობა და, ზოგადად, არაფერი. მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე მისი ყველა სიტყვის და ფრაზის რევიზია შემოგთავაზოთ. მიხეილ ...

Read More »

გახარია – ჩვენი სისტემური ინფრასტრუქტურა 4 წლის შემდგომაც ვერ მივა ევროპის დონეზე

„მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი, 4 წლის შემდგომაც ვერ მივა ევროპის დონეზე ჩვენი სისტემური ინფრასტრუქტურა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი, რაც მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევაა. „ეს ...

Read More »

„საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში, რაც ყველამ უნდა გავიაზროთ და ერთად ვიშრომოთ“

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში, რაც ყველამ ჩვენ უნდა გავიაზროთ და ერთად ვიშრომოთ ამისთვის, – ეს ყველამ ჩვენ უნდა გავიაზროთ და ერთად ვიშრომოთ ამისთვის , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი, რაც მთავრობის ...

Read More »

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ნობელის პრემიას იმსახურებს

აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნობელის პრემიის მფლობელი გახდება. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ შევაჩერეთ კოსოვოსა და სერბეთს შორის დაპირისპირება და მასობრივი მკვლელობები. ისინი ერთმანეთს მრავალი წლის განმავლობაში ხოცავდნენ და ახლა – აღარ. ვფიქრობ, ამისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გვეკუთვნის. მე ორჯერ წარმადგინეს ნობელის პრემიაზე და ამას ვერანაირი ფეიკ-ნიუსი ვერ გადაფარავს,“ – აღნიშნა ტრამპმა. კოსოვომ და სერბეთმა ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზე ...

Read More »

მეცნიერებმა შექმნეს მასალა, რომელიც ზღვის წყალს რამდენიმე წუთში სასმელ წყლად გარდაქმნის

ტექნოლოგიას, რომელიც ზღვის მლაშე წყალს ან უბრალოდ მომლაშო წყალს სუფთა, დასალევად ვარგის წყლად გარდაქმნის, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ მუშაობს ამ ტექნოლოგიებზე ძალიან ბევრი მეცნიერი.მსგავსი: მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას ჩრდილისგან გამოიმუშავებს. ახლახან, ავსტრალიაში მეცნიერთა მიერ შექმნილი ინოვაცია ამ მხრივ შეიძლება ყველაზე იმედისმომცემი იყოს. სულ რაღაც ნახევარ საათში წყლის გასაწმენდად, მკვლევრებმა გამოიყენეს ლითონ-ორგანული ჩარჩო სტრუქტურის ნაერთები (MOF) ...

Read More »

“გლენბერი” 300 ჰექტარ ტერიტორიაზე სათბურს მოაწყობს

გაყინული ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო „გლენბერი” 2 წელში 300  ჰექატარ ტერიტორიაზე სათბურის მოწყობას და 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი  რაფაელ მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, პრობლემაა ნატურალური და კარგი ხარისხის პროდუქციის შესყიდვა, ამის გამო კომპანია იძულებულია პროდუქციის ნაწილი  მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანოს. „პრობლემაა  და თითქმის ძალიან მიზერული რაოდენობით იწარმოება მწვანე, ყვითელი და სტაფილოსფერი ბულგარული  წიწაკა. ამის გამო იძულებული ...

Read More »

თანაინვესტირებს ფონდი: ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით წარმოებული მრავალწლიანი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ანონსს, რომლის მიხედვით ...

Read More »

„არსად ხდება, რომ საავადმყოფო, სააფთიაქო და სადაზღვევო ბიზნესი ერთი მეპატრონის ხელში იყოს“

„არცერთ ნორმანულ ქვეყანაში არ ხდება, რომ საავადმყოფო, სააფთიაქო და სადაზღვევო ბიზნესი ერთი მეპატრონის ხელში იყოს“-ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაზემ Forbes Talks-ში განაცხადა. ხაზარაძე არ ემხრობა ასევე საბანკო სექტორის მონაწილეობას არაპროფილურ ბიზნესებში. „ამას თამამად ვამბობ იმიტომ, რომ როცა ვიყავი ბიზნესში, ჩვენ ამას არ ვაკეთებდით. ამ გადასახედიდან ეს მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული. საბანკო არის სხვა ბიზნესი, მშენებლობა სხვა ბიზნესი. მსოფლიოს ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3502 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Read More »

ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება იმ თვალსაზრისითაც არის აღსანიშნავი, რომ ADB არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი – გიორგი ცუცქირიძე

“ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება იმ თვალსაზრისითაც არის აღსანიშნავი, რომ ADB არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, რომელიც მონაწილეობს მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაში” – წერს facebook-ის პირად გვერდზე ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს ასევე რამდენიმე დღის წინ თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გამართვაც, მით უმეტეს, რომ საქართველო მასპინძლობდა პანდემიის დაწყების მომენტიდან ...

Read More »