Home » 2020 » September » 19

Daily Archives: September 19, 2020

“ლელო” არჩევნებში 56 ნომრით მიიღებს მონაწილეობას

“ლელო” 2020 წლის არჩევნებში 56 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. კენჭისყრა დღეს ცესკოში ჩატარდა. პროცესში 47 პარტია იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ, ნომერი ლოტოტრონის მეშვეობით მიენიჭათ. “ლელოს” ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ოქროაშვილის თქმით, პარტიული ნომრის მინიჭება პოლიტიკური გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პარტიის ცნობადობა ამომრჩევლისთვის ნომრის მიხედვითაც უნდა მოხდეს, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს და ის ნომერი შემოხაზოს, რომელიც ...

Read More »

საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5 108 პირი დაჯარიმდა

კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, კერძოდ, მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები საქართველოს პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა. სამინისტროს დანაყოფების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლით („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) დასახელებულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა/გაფრთხილება მიეცა.

Read More »

„მედიაკრიტიკა“ – ანუ, როცა მეთიუ ბრაიზა, კურტ ვოლკერი და ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი „კარის პოეტები“ გგონია

ორიოდე სიტყვა ბლოგის შესახებ: მართალია, ბლოგი განსხვავებული მიმართულებაა და გაცილებით მეტ თავისუფლებას იძლევა მოქმედებისას, ვიდრე სხვა ჟურნალისტური პროდუქტი, მაგრამ ისევე როგორც ყველა სხვა ჟურნალისტური პროდუქტი, ისიც ითხოვს ფაქტების სიზუსტეს.  „ითხოვს“ – პირობითად ნათქვამია… სინამდვილეში ყველაფერი მწერალი ჟურნალისტის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ანუ კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა ითხოვს ფაქტების სიზუსტეს. ორიოდე სიტყვა ბლოგერის შესახებ:  პატივი უნდა სცეს ფაქტების არსებობას, მიუხედავად იმისა, მის დამკვეთს მოსწონს თუ ...

Read More »

ტრამპი – აპრილის ბოლოსთვის კორონავირუსის ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აპრილის ბოლოს ყველა ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. „ყოველთვიურად ათასობით, მილიონობით დოზა იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპის თქმით, დისტრიბუციას სპეციალური უწყებები ვაქცინის დადასტურებიდან 24 საათში დაიწყებენ. მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ...

Read More »

“აჭარაბეთის” წმინდა მოგებამ 76.4 მილიონი ლარი შეადგინა

საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ “აჭარაბეთმა” 2019 წლის აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში კომპანიამ მომხმარებლებისგან შემოსავლის სახით 220.6 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო მისმა წმინდა მოგებამ კი 76.4 მილიონი ლარი შეადგინა. ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, “აჭარაბეთის” წმინდა მოგების მარჟა 35%-ია. აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელს Adjarabet-ის ჯამური შემოსავალი 25%-ით გაიზარდა. Adjarabet-ის იურიდიული სახელია შპს “ავიატორი”. 2019 ...

Read More »

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგები – ექსპორტმა საქართველოდან $872 მლნ შეადგინა

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 3 წელი გავიდა. ამ პერიოდში სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის მთლიანი ღირებულება 872,226 მლნ დოლარია. მაჩვენებლის ნახევარზე მეტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტიდანაა მიღებული. ქვეყანამ ამ პროდუქციის ექსპორტიდან 692,538 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. „ბიზნესპარტნიორისთვის“ “საქსტატიდან” მოწოდებული ინფორმაციით, ჩინეთში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მეორე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს, მიღებული შემოსავალი კი 67,040 მლნ დოლარია. ...

Read More »

„თიბისი“ კაპიტალი – 2020 წლის 8 თვეში ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი ფართის ბინები გაიყიდა

„თიბისი“ კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად.  „თიბისის“ ინფომარციით, შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, „თიბისი“ კაპიტალის სცენარის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნებაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო ინტერვენციებს, ვინაიდან სავალუტო შემოდინებების ...

Read More »

„ლარი გარბის“ – ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს – „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“

„ლარი გარბის“ – ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს – „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეზარ ჩოჩელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „არ ვიცი რას ნიშნავს სტაბილური მოძრაობა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მუდმივად რყევის ქვეშ არის,“- განაცხადა ჩოჩელმა ეროვნული ვალუტის კურსზე საუბრისას. მისივე თქმით, ეკონომიკურ საკითხებს რაც შეეხება, ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Read More »

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე – SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს – აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს. ”სიჯანსაღე ჩვენი ...

Read More »