Home » 2020 » September » 14

Daily Archives: September 14, 2020

თურნავა – არსებულ ვითარებას მასშტაბური საკარანტინე ღონისძიებებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე გავუმკლავდეთ

მთავრობა იმდენად მომზადებულია, რომ შეგვიძლია არსებულ ვითარებას და ეპიდემიას სრულად გავუმკლავდეთ, მასშტაბური საკარანტინე ღონისძიებების გარეშე, ბიზნესების დახურვის გარეშე და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, უკვე გადავედით ადაპტირების ეტაპზე, რომ მიუხედავად პანდემიისა, გაგრძელდეს ჩვეულებრივი, მეტნაკლებად ნორმალური ცხოვრების რეჟიმი, კომპანიები არ გაჩერდნენ, ბიზნესმა შექმნას ...

Read More »

ეკონომიკა არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ჩანაცვლებაზე უნდა გადაეწყოს – გიორგი ცუცქურიძე

“ჩვენ გვჭირდება საგარეო მოთხოვნის ახალ სტრატეგიაზე გადასვლა, ეკონომიკა არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ჩანაცვლებაზე უნდა გადაეწყოს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს. “კოვიდკრიზისის პირობებში, საერთაშორისო ვაჭრობაში მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების წყვეტამ, რაც დღეს პოსპანდემიური პერიოდისათვის დამახასიათებელი გაურკვევლობის ტენდენციებით მიმდინარეობს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეფექტი ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. წმინდა უცხოური ინვესტიციები შეიძლება განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, უალტერნატივოდაც, რაც შეიძლება ...

Read More »

“ლელო“ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ ტრანსატლანტიკური კომისიის დოკუმენტს შეუერთდა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფონ რასმუნსენის შემოთავაზების საპასუხოდ, „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის საერთაშორისო პრინციპებს“ შეუერთდა. აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია „სანდო არჩევნების ტრანსატლანტიკური კომისიის“ მიერ, რომელიც 2018 წელს დაარსდა რასმუსენის, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის, მექსიკის პრეზიდენტის ფილიპ კალდერონის, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ილვესის და სხვა აღიარებული ლიდერების მიერ. “აღნიშნული დოკუმენტის ქვაკუთხედია პრინციპი – „არ ...

Read More »

ჩოჩელი – რაც კეთდება კარგია, მაგრამ არ კმარა, შესაძლოა კიდევ 50-მა წელიწადმა გაიაროს და იმავე დონეზე ვიქნებით

პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიღარიბე – წლეულს არჩევნების გამართვა მძიმე ვითარებაში მოგვიწევს და შესაბამისად, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება ჩვენი არჩევანი, რომელ პოლიტიკურ ძალას ვანდობთ ჩვენს მომავალს. ჯანმრთელობა თუ ეკონომიკური კეთილდღეობა? – დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ საკითხის ასე დასმა არც სწორია და არც კორექტული. პანდემიის პირველი ტალღის დროს ეკონომიკის პარალიზებამ ქვეყანა რამდენიმე წლით უკან დახია და ჯერაც ვერ დავუბრუნდით ეკონომიკური ...

Read More »

რამდენს გამოიმუშავებენ პრემიერ ლიგის მსაჯები

მსოფლიოში ერთადერთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრის გარეშე ჩატარებულ მატჩებს არ უჩივიან, არიან მსაჯები. ბოლო 6 თვის განმავლობაში არავის დაუძახია სტადიონიდან სალანძღავი სიტყვები მათი მისამართით.  პრემიერ ლიგის მსაჯები მოედანზე სუპერვარსკვლავებთან ერთად დარბიან და მათ მილიონობით ადამიანი უყურებს. ამის მიუხედავად, სტადიონზე მისული გულშემატკივარი 10-დან 9 შემთხვევაში გუნდის წარუმატებლობას სწორედ მსაჯს აბრალებს და უშვერ სიტყვებსაც არ იშურებს. ადამიანი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული და პროფესიონალი უნდა ...

Read More »

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იწონებს

საქართველოში ახალი საფონდო ბირჟის დაფუძნება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამის „მარშალის გეგმის“ მიხედვით, „საერთაშორისო საფონდო ბირჟა“ უნდა გახდეს საფინანსო ბაზრის ახალი მიზიდულობის ცენტრი. ყველა კომპანია, რომელიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მიერ, ეს იქნება ენერგო, კავშირგაბმულობის, საბანკო, მინერალური წყლების, წიაღისეულის თუ ა.შ ვალდებულნი იქნებიან, რომ 20% განათავსონ ამ საფონდო ბირჟაზე. რამდენად რეალურია ...

Read More »

ქორწილები, ქელეხები და დაბადების დღეები – აჭარაში რამდენიმე ობიექტი დააჯარიმეს

აჭარაში 600-მდე ბიზნეს სუბუექტი გააფრთხილეს, 15 კი დააჯარიმეს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, შეამოწმეს კვებისა და სპორტული ობიექტები, ასევე მარკეტები და სავაჭრო ცენტრები. მათთვის, ვინც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავდნენ, სანქციები გატარდა. შეამოწმეს ტრანსპორტი და გააფრთხილეს მგზავრები და მძღოლები. “7 შემთხვევაში გამოვიყენეთ სანქცია ქორწილის, ქელეხის, დაბადების დღის აღნიშვნის გამო” – თქვა ფერაძემ აჭარის ჯანდაცვის ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: “თელასის” გასხვისება კითხვის ნიშნებს აჩენს

„თელასის“ წილის გასხვისება ენერგეტიკის დარგში მომუშავე ექსპერტებისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი განმარტავს, რომ პროცესში მეტი გამჭვირვალობა იყო საჭირო. „ის, რომ სახელმწიფო არ არის აქციების მფლობელი, ალბათ, საგანგაშო არ არის. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ სახელმწიფოს არ აქვს აქციები, მთავარია რეგულირება და წესები იყოს გამჭვირვალე და უბიძგებდეს კომპანიებს კონკურენციისკენ და რეგულირება იყოს სწორი და სამართლიანი. ...

Read More »

„ბილაინის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი „მაქსი“ ინტერნეტპაკეტი ნახევარ ფასად შეიძინონ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინი“, მომხმარებლებს ინტერნეტპაკეტების ახალ, ინოვაციურ ხაზს „მაქსი“ 50%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. „მომხმარებლებს შეუძლიათ 2 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი ₾3.5 ლარად შეიძინონ (7 ლარის ნაცვლად); 4 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი ₾ 5.5 ლარად (11 ლარის ნაცვლად); 10 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი 8.5 ლარად (17 ლარის ნაცვლად); 30 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი 15 ლარად (30 ლარის ...

Read More »

“ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კომპანიას სადაზღვევო ბაზრის 20,62% უჭირავს.2020 წლის 6 თვეში კომპანიის მოზიდული პრემია  74 087 033 მლნ. ლარია. “ჯიპიაი ჰოლდინგი” კვლავ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა  2020 წლის 6 თვის ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი უჭირავს – 20,62%.  ჯიპიაი ლიდერია მოზიდული პრემიის რაოდენობითაც, კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 74 087 033 ...

Read More »