Home » 2020 » September » 02

Daily Archives: September 2, 2020

ანდრია ბასილაია – ღამის ეკონომიკის პროექტი არ შეჩერებულა, გაგრძელდება

სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ღამის ეკონომიკის პროექტი არ შეჩერებულა, ის კვლავ გაგრძელდება. „ღამის ეკონომიკის პროექტი არ შეჩერებულა, გაგრძელდება. პანდემიის პირობებში ვიმყოფებით ახლა და ის პრიორიტეტები, რომლებიც დგას ქალაქის წინაშე, დროებით ცოტა შეიცვალა. რაც შეეხება პროექტის დეტალებს, ამ ეტაპზე, კულტურის სამსახური შეითავსებს მის ფუნქციებს. ერთ-ერთი მნიშვნელივანი, რაც ...

Read More »

აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7-დან 15 დღემდე გაიზარდა

აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7-დან 15 დღემდე გაიზარდა. შესაბამისი კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის ვადის გასვლა იწვევს საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმებას. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, მასზე დამატებული განსხვავებული შეფუთვა-მარკირების პროდუქტის ჩათვლით, ...

Read More »

კორონავირუსის 38 შემთხვევიდან, 2 „ნიკორას“ თანამშრომელს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სასაურსათო მაღაზია „ნიკორას“ 2 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურსათო მაღაზიამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები. „კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან, 22 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერი, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი არის სწორედ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, ...

Read More »

„ოაზისის” აღმასრულებელი მენეჯერის განცხადებით, სასტუმროს ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის” ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, – ამის შესახებ სასტუმროს აღმასრულებელმა მენეჯერმა გვანცა ხაინდრავამ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი ინფორმაციით, გუშინ სასტუმროში შევიდა ვიზიტორი, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სასტუმროს ადმინისტრაციამ პრევენციის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანა. გვანცა ხაინდრავას განცხადებით, პირველადი ტესტის შედეგად სასტუმროს ვიზიტორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. „ჩაკეტვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. ერთ პირს, რომელიც გუშინ შემოვიდა სასტუმროში, დაუფიქსირდა ტემპერატურა და ...

Read More »

რა შემთხვევაში გაძვირდება პური საქართველოში – მეხორბლეთა ასოციაცია

რუსეთში ხორბლის გაძვირებას შესაძლოა, საქართველოში პურზე ფასის მატება მოჰყვეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსული საექსპორტო ხორბალი კიდევ 15 დოლარით გაძვირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა. როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში რუსეთში ხორბლის ფასი იზრდება. გასულ კვირასთან შედარებით ზრდამ 9-10 დოლარი, გასულ წელთან შედარებით კი, 22-23 დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საექსპორტო ხორბლის ღირებულება ...

Read More »

საქართველოში წარმოებული ჭკვიანი შემნახველი ყუთების გამოყენება უკვე შესაძლებელია

სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებში, მაღაზიებსა თუ სადგურებში ვიზიტისას ხშირად ბარგთან დაკავშირებული პრობლემა იქმნება, რადგან ასეთი დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის აღჭურვილი შემნახველი ყუთების დაცული სისტემით. სწორედ ამიტომ, Edison Tech Solution-ის გუნდმა გადაწყვიტა, საქართველოში დაემზადებინა ჭკვიანი შემნახველი ყუთები და ასე, შეექმნა იაფი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. პირველ ასეთ ჭკვიან შემნახველ ყუთს, რომელსაც „ედისონის“ გუნდში „ლოქერს“ უწოდებენ, სავაჭრო ცენტრ ...

Read More »

ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი”, სადაც 900 ვიზიტორი ისვენებს, ჩაიკეტა

ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა – სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა ჰქონდა რის გამოც ის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, პირველადი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ოაზისის სტუმარს ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევაა საჭირო. სასტუმროში ამ ეტაპზე 900 პირი ისვენებს, ამ დრომდე ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.

Read More »

„თუ ვირუსის პრევენციის წესებს არ დავიცავთ, შეზღუდვები ტურიზმის ინდუსტრიისთვის მტკივნეული იქნება“

„აჭარაში არავითარი საკარანტინო შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ ეპიდმდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულმა ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჩვენმა მოსახლეობამ, დამსვენებლებმა, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ელემენტარული წესები, რომლებიც პირველ რიგში გვეხმარება ვირუსის პრევენციისთვის“, – ეს განცხადება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.. მისი თქმით, მეორეს ...

Read More »

კომპანია Zoom-ის შემოსავალი 355%-ით გაიზარდა

კომპანია Zoom-მა 2020 წლის მეორე კვარტალის ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, ერთი წლის განმავლობაში ფირმის შემოსავალი 355%-ით გაიზარდა და 664 მილიონი დოლარი შეადგინა, როცა 2019 წლის ანალოგიური პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ $146 მილიონი იყო. კომპანიის სუფთა შემოსავალმა $185,7 მილიონი შეადგინა. სერვისის კლიენტების ბაზა 458%-ით გაიზარდა და 379 ათასს აჭარბებს. ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კი კომპანიის აქციები კიდევ 28%-ით გაიზარდა. Zoom-ის ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი ...

Read More »

საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა. კახა კალაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. „მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – ...

Read More »