Home » 2020 » September

Monthly Archives: September 2020

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” საარჩევნო სია წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” პარტიის საარჩევნო სია წარადგინა. როგორც პარტიული სიის წარდგენისას „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, გუნდი, რომელიც „ლელომ“ წარადგინა, მზადაა „ხალხთან ერთად და ხალხისთვის“ იბრძოლოს ძირფესვიანი ცვლილებებისთვის საქართველოში. „ლელოს“ პირველი ოცდაათეული ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე დავით უსუფაშვილი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კუპრაძე ფიქრია ჩიხრაძე კახა კოჟორიძე გრიგოლ გეგელია ლევან კობერიძე საბა ბუაძე გიგლა მიქაუტაძე ლანა გალდავა თამაზ ...

Read More »

ლარის მერყეობის პირობებში, მომხმარებელს გრძელვადიანი ვალდებულების აღება უჭირს – “რედკოს” დირექტორი

„ეროვნული ვალუტის ასეთი უპროგნოზო გაუფასურებების მთელი სერია არის ხელშემშლელი ზოგადად ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ბაზრისთვის,“ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ “რედკოს” დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა. მისი განმარტებით, ლარის მერყეობის პირობებში, მომხმარებლებს გრძელვადიანი ვალდებულების აღება უჭირს. „თუ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ არ იქნებიან მსყიდველუნარიანიები, არ იქნება მოთხოვნა, ჩვენ რა თქმა უნდა, ახალი პროექტების განხორციელებისგანაც თავს შევიკავებთ. ამ ...

Read More »

სესხები მე-3 ვადით აღარ გადავადდება

სესხები მე-3 ვადით, საყოველთაო ან ნაწილობრივ საყოველთაო პროგრამით აღარ გადავადდება. სებ-ის ვიცე-პრეზიდეტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ ბანკების კლიენტებთან ინდივიდუალურ პირობებზე იმუშავებენ. მისივე ინფორმაციით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა – 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე). ერთ-ერთი სისტემური ბანკის მმართველმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, რომ მარტი-აგვისტოს შეღავათის შემდეგ, სექტემბრიდან ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების ხელშესაწყობად სექტორული განვითარების პირველი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 150 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის სესხი დაამტკიცა, რაც საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესებას და წყლის სექტორის განვითარებისთვის მთავრობის კომპლექსური მიდგომის შემუშავებაში დახმარებაზე დაიხარჯება. წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში ADB 130 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოლიტიკაზე დაფუძნებულ სესხს გამოყოფს, ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარი პროექტის განსახორციელებლად მიმართული სესხია. „ამჟამად საქართველოს წყალმომარაგებისა და ...

Read More »

ილჰამ ალიევი ყარაბაღზე – ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს

ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანმა წარმატებული ოპერაცია განახორციელა, სტრატეგიული სიმაღლეები და რამდენიმედასახლება გაათავისუფლა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ მიწებზე დავბრუნდით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს ვერავინ აიძულებს, დატოვოს ტერიტორიები, სადაც საკუთარი დროშა აღმართა. „ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. მან თურქეთის ...

Read More »

ლარი 8.19 თეთრით გამყარდა

მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ლარი მკვეთრი გამყარების გზას დაადგა. ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული 1-ლი ოქტომბრის ოფიციალური კურსით ლარი მსოფლიო ვალუტებთან 8-10 თეთრით გამყარდა. 1 აშშ დოლარი 8.19 თეთრით გამყარდა და ის 3.2878-ის მაგივრად 3.2059 ეღირება. 8.55 თეთრით 3.7560-მდე გამყარდა ლარის კურსი ევროსთან. 28 სექტქტემბერს ევროს ღირებულება რეკორდულ ნიშნულს  3.8812-ს აღწევდა. თანხობრივად ყველაზე მეტად – 10.43 თეთრით 4.1212-მდე ლარი სტერლინგთან მიმართებაში გამყარდა. ...

Read More »

რიკოთზე სამუშაოები 50 ხიდზე და 37 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან  მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში 50  ხიდზე და 37 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 4 გვირაბი უკვე გაჭრილია.   რიკოთის ...

Read More »

უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია – დიმიტრი კულება

უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება. „უკრაინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა. ჩვენ მუდამ მხარს ვუჭერდით აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც აზერბაიჯანი უჭერდა მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ეს პრინციპი ჩვენთვის აბსოლუტურად უცვლელი რჩება,“ – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე ...

Read More »

პრემიერმა ევროკომისარ მარია გაბრიელს ინიციატივით მიმართა, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროკომისარს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელს ინიციატივით მიმართა, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს. შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიაში გაიმართა, აღინიშნა, რომ განათლება არის ის მიმართულება, სადაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი აქვს ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში მონაწილეობით. მათ შორისაა „ერასმუს+“, „ჰორიზონტი 2020“, ...

Read More »

საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრას სთავაზობს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება. სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს, დაჭრილთა რაოდენობა რამდენიმე ათასს. განადგურებულია რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა. საქართველო დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრას სთავაზობს. სპეციალურ განცხადებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეისბუქით ავრცელებს. “აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ ...

Read More »