Home » 2020 » August (page 8)

Monthly Archives: August 2020

“თითოეული მოქალაქე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, მკურნალობის სრულ კურსს ჩაიტარებს ყველანაირი პირადი გადასახადის გარეშე”

იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტირმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის ეს „უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება“. „მოგეხსენებათ, რომ ...

Read More »

სერგეი შამბა – არ მესმის მათი ლოგიკა, ვინც ამბობს, რომ კონფლიქტია და არ არის საჭირო საუბარი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად, აუცილებელია ქართულ მხარესთან დიალოგი. ამის შესახებ მან „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა. „როგორ ადამიანი, რომელიც მრავალი წელია პოლიტიკით ვარ დაკავებული, ვიყავი დიპლომატი, ვიცი ერთი რამ, რომ თუკი არსებობს კონფლიქტი, აუცილებელია საუბარი. არ მესმის მათი ლოგიკა, ვინც ამბობს, რომ კონფლიქტია და არ არის საჭირო საუბარი. ვრჩები საკუთარ აზრზე – საჭიროა საუბარი ...

Read More »

ფინანსური შედეგები და სტაბილური ზრდის მაჩვენებლები – პროკრედიტ ჯგუფი 2020 წელს დაგეგმილზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს

მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები და სტაბილური ზრდის მაჩვენებლები წლის პირველ ნახევარში – პროკრედიტ ჯგუფი 2020 წელს დაგეგმილზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს წლის პირველ ნახევარში, სამომხმარებლო სესხის პორტფელის მოსალოდნელზე უფრო მაღალი 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა – მმართველობითი საბჭო ზრდას დაგეგმილზე 8%-10%-ით მეტს პროგნოზირებს წლის ბოლოს.67 საბაზისო პუნქტის რისკის წლიური ღირებულება მოლოდინებს ამართლებს, პორტფელის კარგი ხარისხით.21,7 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შედეგი შეესაბამება წლიურ 5,5%-იან კაპიტალის რენტაბელობას, ...

Read More »

ტიტე აროშიძე – თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა

აჭარაში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. წელს ადგილობრივი ფერმერები 5 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მეთხილე ფერმერებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდნენ და მოსავლის აღება-დაბინავების საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა აღნიშნეს, წლევანდელი ხარისხიანი და ჭარბი ...

Read More »

ენტონი ფაუჩი – არ მგონია, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, ამას ვერავის აიძულებ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. „ვფიქრობ, ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ყველასთვის. თუ ვინმე უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ვერავის აიძულებ“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, 2021 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

Read More »

ლუკაშენკო – ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული, მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი

ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული. ეს მიუღებელია და მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა შეტორტმანდა, ცდება. მისივე განცხადებით, მთავრობაში არის ხალხი, ვისზე დაყრდნობაც შეიძლება და ხელისუფლება თავის გზას გააგრძელებს. „ვინც ქვებს ლესას, განსაკუთრებით საზღვარგარეთ და ეს უკვე აშკარაა, სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება. ეს ...

Read More »

გიგი უგულავა – ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტებს 2-3 კვირის ან ერთთვიანი მეხსიერება გაქვთ

ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, 2-3 კვირის ან ერთთვიანი მეხსიერება გაქვთ. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ პირადად მე და „ევროპული საქართველო“ გამოვედით ინიციატივით და მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციაში, რომ არ შევუქმნათ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიცია მუშაობს დეკლარაციაზე, რომლის მიხედვითაც, ...

Read More »

ტედროს გებრეიეუსი – საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ „კოვიდ-19“-თან, არამედ C ჰეპატიტთან ბრძოლის, საყოველთაო ჯანდაცვისა და თამბაქოს კონტროლის კონვენციის შესრულების თვალსაზრისით

ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური, ეკონომიკური ზომები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს პანდემიის პირობებში ექსპერტული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის კონტექსტში. „ტედროს გებრეიეუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის გავრცელების კუთხით ...

Read More »

საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1 პროცენტით შემცირდა და 984.2 ...

Read More »

მარიამ ქვრივიშვილი – სხვადასხვა კურორტზე შიდა ტურისტული ნაკადის მატება შეინიშნება

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა კურორტზე შიდა ტურისტული ნაკადის მატება შეინიშნება. ქვრივიშვილის თქმით, გამომდინარე აქედან, ტურისტულ ზონებზე, დამსვენებლების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება. „ძალიან პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება შიტა ტურისტული ნაკადის სხვადასხვა კურორტზე. შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომ კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება ისეთ საკურორტო ზონებზე, მაგალითად, როგორიც არის: შავიზღვისპირეთი. ...

Read More »