Home » 2020 » August (page 7)

Monthly Archives: August 2020

აფბა – ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების ზრდა უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტია, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება 8 ათასი ლარით იზრდება. ახალი ინიციატივის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დიაგნოზის მქონე ავადმყოფებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება 12 ათასიდან 20 ათასამდე გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნის დიაგნოზის მქონე 40 ათასამდე პაციენტს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდება. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად და მთავრობა გეგმავს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტი ინფექციურ საავადმყოფოს ბრალდებას პასუხობს

ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის თებერვალში ნება დართო ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკის 2017-18 წლების მოგება, რაც მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, დარჩენილიყო ცენტრის სარგებლობაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელს გიორგი წოწკოლაური აწერს, კლინიკამ სამინისტროს თანხის სარგებლობაში დატოვებისა და სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობებისთვის გამოყენების თხოვნით, 2019 წლის 14 თებერვალს მიმართა. „თქვენი 2019 წლის 14 ნოემბრის №15/66189 ...

Read More »

არჩილ კბილაშვილი: დავით ზეიკიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების ქოჩიაშვილისა და მაკარიძის, ექსპერტ ამბროლაძის, ადვოკატების სალიასა და თეთრაშვილის შეთქმულების მსხვერპლი გახდა

ინტერვიუ ლიდერფუდის დამფუძნებელ დავით ზეიკიძის ადვოკატ, არჩილ კბილაშვილთან. ბატონო არჩილ,  რა ვითარებაა ამჟამად ლიდერი-ფუდთან დაკავშირებულ დავაში? – ლიდერი-ფუდთან დაკავშირებულ დავაში სიახლე არის ის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მისი განხილვა მხარეთა მონაწილეობით 2020 წლის 8 სექტემბერს მოხდება. გთხოვთ შეგვახსენოთ, რა ძირითად არგუმენტებს ემყარება თქვენი პრეტენზია? – ჩვენი პრეტენზია ემყარება ...

Read More »

როგორ ჩაერევა რუსეთი საქართველოს არჩევნებში

“იქნება პროპაგანდისტული ფეიკები, რომ დასავლეთი არაფერს არ გვაძლევს, რა აზრი აქვს ნატოს, ევროკავშირს, ინფორმაციები თურქეთის, აზერბაიჯანის, წინააღმდეგ…” შეერთებული შტატები შიშობს, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება, ზუსტად ამიტომ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება, თუმცა, მათივე აზრით, კრემლის ჩარევა ისეთი ხერხით მოხდება, რომელიც ძნელად დასამტკიცებელი იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი საინფორმაციო შეტევაა ხოლმე ...

Read More »

დავითაშვილი – სახელმწიფო ფერმერებს ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მრავალწლიანი კულტურების დაფინანსებისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერემებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ განაახლონ თავიანთი ბაღები იმ შემთხვევაში, თუ სტიქიური მოვლენების შედეგად მათი ნარგავები დაზიანდება. როგორც მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, მათ სახელმწიფო 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას. „როგორც დღეს პრემიერ-მინისტმა აღნიშნა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება „დანერგე მომავალში“, რომელიც არის მრავალწლიანი კულტურების დაფინანსებისა და ...

Read More »

სტიქიის შედეგად დაზიანებულ 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ დაახლოებით 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს. დავითაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ფერმერის კუთვნილ ნაკვეთზე ახალი ბაღი გააშენოს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო, რომელიც დაადასტურებს, რომ „იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება“. „ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს აღწერა, მაგრამ დაახლოებით ვიცით, შეფასება გვაქვს ...

Read More »

მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს ნერგებით დაეხმარება

საქართველოს მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს ნერგებით დაეხმარება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროგრამის დანერგე მომავლის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, შესაბამისი პროგრამა გაჩნდება. პროგრამა დაზარალებული ფერმერების ვაზის ჯიშებით დახმარებასაც გულისხმობს. „მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა სტიქია რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ეს იყო კახეთი, რომელიც დაზარალდა სეტყვის გამო და რაჭაშიც. რაში მდგომარეობს ცვლილებების არსი – მოგეხსენებათ, რომ სოფლის ...

Read More »

„თიბისის“ მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა

„ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. „თიბისის“ ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით, „ყაზბეგი ჯგუფი“ ახალ სასტუმროს სტეფანწმინდაში აშენებს. „ყაზბეგი ტურისტულად ერთერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა. საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას ზამთრის სეზონზეც სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენს მხარეში კონკურენცია დღითიდღე მატულობს, ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა, ბევრიც ამჟამად შენდება. ჩვენ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – მეწარმეობის განვითარების კუთხით, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის

სახელმწიფო რომ რეალურად ჩვენი პარტნიორია, ეს 2012 წლიდან განხორციელებული პროექტების შემდეგ ჩანს, რადგან ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის პროექტები, რომლის ჩამონათვალიც საკმაოდ დიდია, შეეხო ჩვენს თითქმის ყველა მოქალაქეს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭაში, პროგრამის: “სახელმწიფო შენი პარტნიორი“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამის იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და როგორც იქნა განხორციელდა და „ ფრთები შეესხა“. მისი თქმით, ...

Read More »

თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადოები აღმოაჩინა

თურქეთის საბურღმა ხომალდმა „ფატიჰ“-მა შეძლო ორი ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენა შავი ზღვის ფსკერზე. ამის შესახებ ტელეკომპანია Habertürk იუწყება. „ფატიჰ“-ი 20 ივლისიდან გეოლოგიური დაზვერვის სამუშაოებს აწარმოებს შავ ზღვაში მონაკვეთზე „დუნაი-1“, რომელიც ახლოსაა რუმნეთ-ბულგარეთის საზღვაო საზღვრებსა და თურქეთის საზღვაო საზღვრებს შორის. თურქული არხის ცნობით ხომალდმა მაღალი ხარისხის საბადოს მიაკვლია „დუნაი-1“-ის აკვატორიაში, და კიდევ ერთი საბადო აღმოაჩინა თურქეთის ნაპირთან ქალაქ კირკლარელის რაიონში. აღნიშნულ ...

Read More »