Home » 2020 » August (page 5)

Monthly Archives: August 2020

კიმ ჩენ ინი – ქვეყანამ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების პროცესში შეცდომები დაუშვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების პროცესში შეცდომები დაუშვა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მოემზადონ როგორც პანდემიასთან, ასევე ტაიფუნ „ბავისთან“ გასამკლავებლად.  პოლიტბიუროზე სიტყვით გამოსვლისას, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავების პროცესში გარკვეული შეცდომები დაუშვა. „ბიბისი“ წერს, რომ ჩრდილოეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა დამკვირვებლებს ამ ფაქტის ...

Read More »

საქართველოდან 23109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 25 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უწყების ინფორმაციით, 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 12,556 ტონა შეადგინა. ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (14,906 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,202 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ...

Read More »

„ადამიანებს, ვინც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობს, გაჩერებებზე ლოდინი ნახევარი საათი, 40 წუთი უწევთ“

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის ამოცანაა, მოქალაქეს გაჩერებებზე ავტობუსის ლოდინი 7-15 წუთზე მეტი ხნით არ მოუწიოს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “მთავარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გაადაადგილება დედაქალაქში. შესაბამისი დერეფნების მოწყობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროში შეუფერხებელი გადაადგილება უნდა უზრუნველყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპროტზე უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა. ადამიანებს, ...

Read More »

საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა. „წლის დასაწყისში არსებული მაღალი ფასები შემდეგ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან, ვინაიდან მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება შემცირდა სხვადასხვა კომპეტენტური შეფასებებით საშუალოდ 12-14 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. მას შემდეგ, რაც „ოპეკი +“-მა მიიღო უპრეცედენტო ...

Read More »

„თიბისი“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად ახალ კონცეპტს სთავაზობს

„თიბისი“ მომხმარებლებს უფრო დახვეწილი და მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად ახალ კონცეპტს სთავაზობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, „თიბისი კონცეპტი” ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები. „თიბისი კონცეპტის“ მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში. აქ.ახლა, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ...

Read More »

თბილისის მერია ვაკის პარკის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერია მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. “იცით, ჩვენი დამოკიდებულება პარკების რეკრეაციული სივრცეების მიმართ. ასევე, იცით, ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ქალაქში ყველას გვაწუხებს იმიტომ, რომ პირველ რიგში, აისახება ჩვენს, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, თუ კონკრეტული ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგები ინვესტორებისთვის საკმაოდ პოზიტიური გზავნილია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და მათი პარტნიორების (EBRD, EIB, DFID) ორგანიზებით განხორციელებულ საწარმოთა მორიგ კვლევას აფასებენ, რომლის მიხედვითაც ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე განმარტავს, რომ ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილია როგორც ...

Read More »

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, – შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან ...

Read More »

გამყრელიძე – შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ეს დავალებები პრემიერმა ყველა უწყებას დღეს მისცა. “პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის. როგორც დახურულ შენობებში, ასევე ღია სივრცეში თუ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის ...

Read More »

რა რეგულაციები იმოქმედებს თეატრებისთვის გახსნის შემდეგ

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, თუ რა რეგულაციები იმოქმედებს თეატრებისთვის გახსნის შემდეგ. როგორც ფერაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თეატრში მომხმარებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება. ამასთან, მისი ინფორმაციით, დარბაზში მაყურებელი ერთი სკამის გამოტოვებით განთავსდება და სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება. „ზოგადი მოთხოვები, რაც შეეხება სკრინიგის და სადეზინფექციო სამუშაობის განხორციელებას, რჩება უცვლელი. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე, თეატრში, ზედა ...

Read More »