Home » 2020 » August » 26

Daily Archives: August 26, 2020

ბჟანია – რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებით, აფხაზეთმა მშვიდობა მოიპოვა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მიიღო

რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებით, აფხაზეთმა მოიპოვა მშვიდობა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მიიღო, – ამის შესახებ აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც მან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების 12 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. „გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების დღეს! რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარება ჩვენი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ქვეყანამ ...

Read More »

მაჭავარიანი – მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაში საქართველოს შედეგი საამაყოა ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი საამაყოა, ზოგადად, ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების შესახებ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვლევამ მოიცვა 144 ქვეყანა და მრავალი ათასი კომპანია, მათ შორის, 500-ზე მეტი კომპანია საქართველოში. „მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. ამ შემთხვევაში, 2019 ...

Read More »

კიმ ჩენ ინი – ქვეყანამ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების პროცესში შეცდომები დაუშვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების პროცესში შეცდომები დაუშვა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მოემზადონ როგორც პანდემიასთან, ასევე ტაიფუნ „ბავისთან“ გასამკლავებლად.  პოლიტბიუროზე სიტყვით გამოსვლისას, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავების პროცესში გარკვეული შეცდომები დაუშვა. „ბიბისი“ წერს, რომ ჩრდილოეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა დამკვირვებლებს ამ ფაქტის ...

Read More »

საქართველოდან 23109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 25 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23,109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უწყების ინფორმაციით, 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 12,556 ტონა შეადგინა. ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (14,906 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,202 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა). ექსპორტი ასევე ...

Read More »

„ადამიანებს, ვინც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობს, გაჩერებებზე ლოდინი ნახევარი საათი, 40 წუთი უწევთ“

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის ამოცანაა, მოქალაქეს გაჩერებებზე ავტობუსის ლოდინი 7-15 წუთზე მეტი ხნით არ მოუწიოს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “მთავარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გაადაადგილება დედაქალაქში. შესაბამისი დერეფნების მოწყობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროში შეუფერხებელი გადაადგილება უნდა უზრუნველყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპროტზე უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა. ადამიანებს, ...

Read More »

საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა. „წლის დასაწყისში არსებული მაღალი ფასები შემდეგ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან, ვინაიდან მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება შემცირდა სხვადასხვა კომპეტენტური შეფასებებით საშუალოდ 12-14 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. მას შემდეგ, რაც „ოპეკი +“-მა მიიღო უპრეცედენტო ...

Read More »

„თიბისი“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად ახალ კონცეპტს სთავაზობს

„თიბისი“ მომხმარებლებს უფრო დახვეწილი და მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად ახალ კონცეპტს სთავაზობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, „თიბისი კონცეპტი” ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები. „თიბისი კონცეპტის“ მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში. აქ.ახლა, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ...

Read More »

თბილისის მერია ვაკის პარკის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერია მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. “იცით, ჩვენი დამოკიდებულება პარკების რეკრეაციული სივრცეების მიმართ. ასევე, იცით, ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ქალაქში ყველას გვაწუხებს იმიტომ, რომ პირველ რიგში, აისახება ჩვენს, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, თუ კონკრეტული ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგები ინვესტორებისთვის საკმაოდ პოზიტიური გზავნილია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და მათი პარტნიორების (EBRD, EIB, DFID) ორგანიზებით განხორციელებულ საწარმოთა მორიგ კვლევას აფასებენ, რომლის მიხედვითაც ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე განმარტავს, რომ ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილია როგორც ...

Read More »

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, – შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან ...

Read More »