ლეჩხუმში პოლონური ინვესტიციით ხილის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

0
14

ლეჩხუმში პოლონური ინვესტიციით ხილის და ჩირის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ცაგერის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე  ინვესტორების მხრიდან უკვე ჩატარდა კვლევა ხილთან დაკავშირებით თუ რისი რესურსია რეგიონში.

„მომავალი წლიდან, როდესაც უკვე ფრენებიც მოგვცემს საშუალებას, აქტიურად დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. ძირითადი ინტერესი მინც წვენების  და ჩირის წარმოებაა“-აცხადებს უგრეხელიძე.

მისი განცხადებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება.

კითხვაზე,კონკრეტულად სად აშენდება ქარხანა და ინვესტორებს შერჩული აქვთ თუ არა ლოკაცია, უგრეხელიძე განმარატვს, რომ მათ მიერ განიხილება ორი სოფელი, რომელთაგან ერთ-ერთი შეირჩევა.

რაც შეეხება ნედლეულულს და მუშსა-ხელს,ავთანდილ უგრეხელიძე აცხადებს, რომ პოლონელი ინვესტორები ნედლეულს ადგილობრივებისგან ჩაიბარებენ.

ბიზნესპარტნიორი