ენტონი ფაუჩი – არ მგონია, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, ამას ვერავის აიძულებ

0
6

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

„ვფიქრობ, ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ყველასთვის. თუ ვინმე უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ვერავის აიძულებ“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, 2021 წელს გახდება ხელმისაწვდომი.