გვენეტაძე – პანდემიის გამო კომერციულმა ბანკებმა 1.2 მილიარდი ლარით იზარალეს

0
8

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის გამო კომერციულმა ბანკებმა 1.2 მილიარდი ლარით იზარალეს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საბანკო და არასაბანკო ინსტიტუტები გამოწვევას მომზადებულები შეხვდნენ. კობა გვენეტაძის თქმით, სებ-ის ნაბიჯებმა კომერციულ ბანკებს დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა.

„ის, რომ კომერციული ბანკები ფუნქციონირებას აგრძელებენ, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ COVID 19-ს მათზე გავლენა არ მოუხდენია. გავლენა საკმაოდ დიდია, საკრედიტო დანაკარგი, რაც უკვე ასახეს ბალანსებში კომერციულმა ბანკებმა 1.2 მილიარდ ლარია. სხვა თანაბარ პირობებში, ამ კუთხით მატერიალურ გაუარესებას არ უნდა ველოდეთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე განცხადებით, ბოლო თვეებში გაუმჯობესების ნიშნებია, როგორც ეკონომიკის ისე ფინანსური სექტორის ინდიკატორების გაჯანსაღების კუთხით და თუ მეორე ტალღა იქნება, ამისთვის სისტემა მომზადებულია.