„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

0
16

საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“21 ივლისს, თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მგზავრების გიდი გიორგი კალანდია იქნება. საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება.

პირველი გზამკვლევი გიორგი კალანდია იქნება.  21 ივლისს, მატარებელში იქნება გადაღების პროცესი. გიდის მიერ მოთხრობილ ამბებზე საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეო რგოლს მოამზადებს.

ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ! – საქართველოს რკინიგზა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.