Home » 2020 » July » 13

Daily Archives: July 13, 2020

მიხეილ სააკაშვილი – 100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება

100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება. საქართველო იშლება, ბოლომდე ჩამოხმა და გაუბედურდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სამშობლოს გარეშე დარჩენას არ აპირებს. „თუ ესენი დარჩნენ, საქართველო აღარ იარსებებს, ეს იქნება შეუქცევადი. მე თავი გადადებული მაქვს ნამდვილად. უკრაინაში ძალიან კარგი პოზიციები, პერსპექტივები მაქვს. ევროპის ყველაზე დიდი ...

Read More »

ჯარიმა ქორწილის გამო – დაწესებულება 10 ათასი ლარით დაჯარიმდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე რესტორნების, კვების ობიექტების და სხვა დაწესებულებების შემოწმება მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 31 კვების ობიექტია დაჯარიმებული.   “შემოწმებები ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე, იქ სადაც არის ადამიანების თავშეყრის მაღალი ოდენობა, სწორედ ეს არის სამიზნე ამ ეტაპზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ინსპექტირებას დაექვემდებარება ნებისმიერ ობიექტი, რომელიც ეტაპობრივად ოპერირებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ...

Read More »

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

„აიგრუპი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ დღეს ინდუსტრიული ჰოლდინგი „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახაბერ გულედანი ჟურნალისტებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. კახაბერ გულედანის განცხადებით, COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოხდა ლოჯისტიკური შეფერხებები. „გარდა იმისა, რომ პანდემიის გამო დაგვიანდა საწარმოო ხაზის მოწოდება, ვერ დავიწყეთ ვერც მშენებლობა, რადგან ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხია კადრების გადამზადება და მივლინებები. ...

Read More »

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers-ი ჩაატარებს

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers-ი ჩაატარებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის პლენარულ სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს, შესაბამისი დადგენილების პროექტი წარადგინა. „უკვე მეორე წელია აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის ...

Read More »

საზღვრის კვეთა, კარანტინი, ტესტირება და პროცედურები – მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა. ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი? ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ხუთი ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ. ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ...

Read More »

მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან. კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარდგენილი. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისა და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-ტი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს ...

Read More »

სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა

ივნისის ბოლოს ქვეყანას შიდა და უცხოელი კრედიტორების მიმართ 24.1 მლრდ ლარი ემართა, ბოლო 1 თვეში ზრდა 330.2 მლნ-ია. ივნისში ქვეყანამ დონორებისგან 163.2 მლნ დოლარი ისესხა, რითაც საგარეო ვალი 6.142 მლრდ დოლარი ანუ 18.77 მლრდ ლარი გახდა. მასშტაბური იყო შიდა ვალის ზრდაც – 554 მლნ ლარის მოცულობით. ქვეყნის საშინაო ვალი 5.34 მლრდ ლარს აღემატება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველო დონორებისგან 1.5 მილიარდ ...

Read More »

ილჰამ ალიევი – გუშინ ჩვენი ტერიტორიების არც ერთი სანტიმეტრი არ დავუთმეთ მტერს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ პროვოკაციაზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის მთავრობას აკისრებს. „გუშინ სომეხმა სამხედროებმა საზღვარზე აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს სომხური მხარის მორიგი პროვოკაციაა. ეს იყო ჩვენს პოზიციებზე განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ჩვენი სამხედროები, მაგრამ ეს თავდასხმა აღვკვეთეთ და ადეკვატური პასუხი გავეცით. შური ვიძიეთ ჩვენი დაღუპული სამხედროებისთვის. დღეს საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია“, – განაცხადა ალიევმა უშიშროების ...

Read More »

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3 568.9 მლნ. აშშ დოლარი (16.5 პროცენტით ნაკლები) შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა 266.9 ...

Read More »

დღეიდან დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება დასაშვები გახდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს ...

Read More »