Home » 2020 » July » 10

Daily Archives: July 10, 2020

ვანო ჩხარტიშვილი – პოლიტიკაში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და არა ბიზნესმენები

ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი “ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამო 15 წლის წინ პოლიტიკა დატოვა. ვანო ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და არა ბიზნესმენები.  “მე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ არ გამოვსულიყავი საჯაროდ, იმიტომ რომ მე დაახლოებით 15 წელია დავტოვე პოლიტიკა. მიმაჩნია, რომ ის პერიოდი, განსაკუთრებით პარლამენტში, ჩემი ყოფნის დრო იყო ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემთვის. დღესაც მიმაჩნია, ...

Read More »

ვანო ჩხარტიშვილი – პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე საქართველოს პრეზიდენტმა, მაიძულა ტელეკომპანია “მზის” დათმობა

რა იყო ტელეკომპანია “მზის” დათმობის მიზეზი – ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრებს იხსენებს. ვანო ჩხარტიშვილი “ღამის კურიერში” აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომპანია “მზის” დავით ბეჟუაშვილისთვის 1 ლარად მიყიდვა აიძულა. “მაშინ ნამდვილად არ გამჩენია სურვილი. მაშინ პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე საქართველოს პრეზიდენტმა, მაიძულა ამ ტელევიზიის დათმობა. ერთ ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, გადავეცი ცემენტის ქარხანას ...

Read More »

გიორგი რამიშვილი – ინდუსტრია არ გადავაყოლოთ ერთ კონკრეტულ კანონპროექტს

„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ გვერდზე და შენიშვნები, რაც ითქვა ჩანაწერი მოგვცეთ ...

Read More »

ჯოხთაბერიძე 5G-ს დანერგვაზე – „ვინმე დამასწრებს ამის გაკეთებას, ბიზნესის ნიშა რომ დავინახო?“

„მე თუ დავინახე, რომ ნიშა არის, ხომ შევთანხმდებით და თავად გავაკეთებთ ამას? რად მინდა მათრახი, ამას გიზამ და იმას გიზამო“, – ასე ეხმიანება „მაგთიკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე 5G-ს საქართველოში დანერგვას. აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა „ახლა ვდგებით კიდევ საშიშროების წინაშე. კახა ბექაურს თანამშრომლები აღარ უჩერდებიან და გარბიან სამსახურიდან. უნდა, რომ საქართველოში ...

Read More »

აია-სოფია ისევ მეჩეთი გახდება

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება. ამის შესახებ New York Times-ი წერს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს. პომპეოს ეს ...

Read More »

„ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია“

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია კი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ფინანსური მომსახურების, აუდიტის და საგადასახადო სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის სამოქმედო გეგმის კომენტირებისას განაცხადა. ...

Read More »

დაშბაშის კანიონის განვითარებაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ალგეთის ეროვნული პარკის დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტის განხორციელებაზე რამდენიმე წლის წინ ითქვა და მისი დასრულება 2020 წლის ივლისისთვის იყო დაანონსებული. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია. პრემიერმა კანიონის დათვალიერებისას განაცხადა, რომ პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია. “უნდა აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, ...

Read More »

ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა.  მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე პირდაპირი წარმომადგენლობა დახურა ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა როგორიცაა Glaxo, Sandoz, astellas pharma. ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზარზე რეგულაციებია საჭირო, რათა არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებები გაკონტროლდეს. ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, დღეს ფარმაცევტული პროდუქტების მიმოქცევის დარგში არაეთიკური ...

Read More »

კახა ბექაური: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს

„2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობა ჰქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რევოლუციური ცვლილება მოხდა სიტყვის თავისუფლების კუთხით, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით, როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების თვალსაზრისით ევროპაში საუკეთესო მოდელია. კომუნიკაციების ...

Read More »

კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

“2018 წლის 10 დეკემბრის ფასების გაძვირების პროცესი განპირობებული იყო კომპანიების მხრიდან გონივრული საფუძველით, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება”, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. “ძალიან ხშირად ისმოდა შეკითხვა, რატომ ამდენი ხანი. წარმოდგენილი მაქვს სამუშაოს ქრონოლოგია იმ სამუშაოსი, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში კონკურენციის სააგენტო ახორციელებდა. ჩვენი საბოლოო დასკვნა ამ პროცესში შემდეგია: 2018 წლის 10 ...

Read More »