Home » 2020 » July » 08

Daily Archives: July 8, 2020

საქართველო სწრაფად უნდა იქცეს იმ მოედნად, სადაც სავაჭროდ ერთმანეთს ევროპა და აზია შეხვდებიან – ეკა ბერიძე

ცნობილმა ჟურნალისტმა და პიარის სპეციალისტმა, ეკა ბერიძემ, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილა და შეაფასა. ეკა ბერიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. “ჩვენი ქვეყანა დღეს გამონაკლისია, იცით რატომ? უკვე რამდენიმე წელია ჩემი მეგობრების პატარა სასტუმროს ურეკში, მათი მეგობარი, სომხეთის მოქალაქე ქირაობს. ჩამოყავს თავისი ქვეყნიდან ტურისტები და სრული დატვირთვით ამუშავებს ბიზნესს. ახლა გავიგეთ რომ სერგეი, ანუ ადამიანი, რომელიც ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ფერმერები ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს

ლევან დავითაშვილი: „ფერმერები ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს“  „წელს, რთველთან მიმართებაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ყურძნის რეალიზება შეფერხებულია. წარმოების კუთხით ლიდერ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ წელს არ ყოფილან ფერმერები მარტო გამოწვევების წინაშე. სახელმწიფო ...

Read More »

რუსეთში უძრავი ქონების ლომბარდში ჩადება აიკრძალა

რუსეთში დაამტკიცა კანონი, რომელიც არეგულირებს რუსეთის ფედერაციაში სალომბარდო საქმიანობის. კანონი ითვალისწინებს მაქსიმალური სესხის ზომას და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის აკრძალავს. რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის თანახმად, მაქსიმალური სესხის ზომა არ უნდა აღემატებოდეს დაგირავებული ნივთის სავარაუდო ღირებულებას. 300 ათას რუბლამდე გაიზარდა შეფასების მაქსიმალური ოდენობა. გარდა ამისა, გირაო და ინდივიდუალური სესხის პირობები გაერთიანდა ერთ დოკუმენტში, ხოლო გირაოს ფორმას დაამტკიცებს რუსეთის ...

Read More »

უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდა

კრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა. ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია – პოსტკრიზისულ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება მეტი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებით მოძრაობა

დღევანდელი გადმოსახედიდან პოსტკრიზისული პერიოდის შეფასება ძალიან რთულია, თუმცა მიზანშეწონილი იქნება, მინიმუმ იმ დარგების მხარდაჭერა, რომელიც აქამდეც გვქონდა და უფრო მეტი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებით მოძრაობა, რა კუთხითაც სახელმწიფოსაც აქვს უკვე გაცხადებული, რომ აპირებს კიდევ უფრო აქტიური იყოს, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პრეზენტაცია ...

Read More »

„უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და ეს მრავალ პრობლემას გამოიწვევს“

უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩვენი და ზოგადად ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და ეს მრავალ პრობლემას გამოიწვევს როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად მთლიანობაში, ეკონომიკაში, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრმა, შოთა გულბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პრეზენტაცია წარადგინეს. ...

Read More »

დავით ნარმანია: ჰესების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ინვესტორებს აფრთხობს

სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში ჰესების აშენების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ინვესტორებს აფრთხობს. დავით ნარმანია „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტავს, რომ საპროტესტო აქციები არასწორია განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხშირად იმპორტირებული ელექტროენერგია სჭირდება. „როცა ბაზარს უყურებს ინვესტორი, ბაზარი მას სიგნალს აძლევს. როცა ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, გენერაციის შესაძლებლობები შეზღუდულია და ენერგიის გაყიდვის ახალი წყარო ჩანს, ასეთ შემთხვევაში ის თვითნაც ინტერესდება. როდესაც ინვესტორი უყურებს, ...

Read More »

მარიამ ჯაში – 200-300 ლარზე არ უნდა იხარჯებოდეს ახალგაზრდა თაობის არა მხოლოდ დრო, არამედ პოტენციალი

„ანაზღაურება, რომელზეც უწევს მუშაობა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, საკმაოდ მძიმე გრაფიკით, თუნდაც, სავაჭრო ობიექტებში, აბსოლუტურად არადეკვატურია“ 200-300 ლარზე არ უნდა იხარჯებოდეს ახალგაზრდა თაობის არა მხოლოდ დრო, არამედ პოტენციალი, – განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. „ანაზღაურება, რომელზეც უწევს მუშაობა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, საკმაოდ მძიმე გრაფიკით, თუნდაც, სავაჭრო ობიექტებში, ელემენტარული ბაზისური, ცხოვრებისეული პირობებისთვის აბსოლუტურად არადეკვატურია. ...

Read More »

თბილისში 2 ახალი საბაგირო ხაზი აშენდება

თბილისის მერია ქალაქში 2 ახალ საბაგირო მარშრუტზე იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიის დაკვეთით საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირების მიზნით კვლევა 2016 წელს ჩატარდა. შედეგად 12 პოტენციური მარშრუტი გამოვლინდა, რომელთაგანაც მერიამ ყურადღება ორზე შეაჩერა. „ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების ...

Read More »

მსოფლიო ბანკთან 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ (DPO) დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება. დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა. „ხელმოწერილი შეთანხმება ...

Read More »