Home » 2020 » July » 07

Daily Archives: July 7, 2020

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს? 2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა – დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა – გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით დაგვამახსოვრა. ამერიკა, რომლის შიდსთან და ებოლასთან ბრძოლაში აშკარა ლიდერი იყო, დღეს ...

Read More »

აიეტ კუკავა: ფასიანი ქაღალდების ზედამხედველი ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს

„ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, აიეტ კუკავა მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამოყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველი ეროვული ბანკისგან. როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეს ნაბიჯი კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.  „დღეს საქართველოში საფონდო ბირჟასა და კაპიტალის ბაზარზე საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. კომპანიებს არ შეუძლიათ გრძელვადიანი რესურსის მოზიდვა, ვინაიდან ბაზარი განვითარებული არ არის. ქართველი მოსახლეობა ამ პროდუქტს საერთოდ არ იცნობს. განუვითარებლობის გამო ...

Read More »

რატომ არ მუშაობს და რა პერსპექტივა აქვს ქართულ ბირჟას

საქართველოში საფონდო ბირჟა აქტიურად ვერ მუშაობს. ამ ეტაპზე A და B ლისტინგის კატეგორიაში დალისტულია დაახლოებით 30-მდე ფასიანი ქაღალდი, რომლის უმეტესობაც ობლიგაციაა. მათ შორისაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები. არასალისტინგო კატეგორიაში 8 კომპანია დარჩა. ამ კატეგორიის კომპანიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა 2000-იან წლებში პრივატიზაციის შედეგადაა ბირჟაზე დალისტული. იმის გამო, რომ მათი აქციებით ვაჭრობა ბაზარზე აქტიური არ იყო, ბირჟის არასალისტინგო კატეგორიას ...

Read More »

ბაჩანა ჯინჭარაძე – ჩვენ ვიხდით ეკონომიკურ ფასს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის რეგულირებისთვის

„ჩვენ ვიხდით ეკონომიკურ ფასს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის რეგულირებისთვის“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას, ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში აცხადებს. „ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვას ექვემდებარება, მნიშვნელოვანწილადაა განპირობებული იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში შესაბამის დროს მოხდა რიგი შემზღუდავი მოქმედებების გატარება. დღეს, როცა ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად დარეგულირებულია ჩვენს ქვეყანაში, არსებული ვითარება მაინც არ გვაძლევს იმის ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია

„ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში” სტუმრობისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული სიტუაციის შენარჩუნებას, როდესაც საქართველო, პრაქტიკულად, Covid19-ისგან თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა. „ხშირად ამბობენ ეკონომიკა თუ Covid19-ის გავრცელება?! დამერწმუნეთ, ეკონომიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეპიდემიის მართვა და მისი ფართოდ გავრცელების შეზღუდავა. მიშვებული ეპიდემიის პირობებში არც ...

Read More »

საწვავი ძვირდება, რა იქნება მომავალში სრულიად გაურკვეელია

უცხოურ ბაზრებზე ნავთობის ფასი 40 დოლარს გადაცდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს. შესაბამისად, საწვავი ძვირდება, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. გაძვირება არაბრედირებული ავტოგასამართ სადგურებზე კარგა ხანია დაიწყო და უკვე ბრენდირებულ აგს-ებშიც შეიმჩნევა ცვლილება. „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღეში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა არაბრენდირებულ სადგურებში. ეს სეგმენტი ძალიან სწრაფად რეაგირებს, როგორც ფასების დაცემაზე, ასევე მატებაზეც. ამ ეტაპზე ...

Read More »

დავით ნარმანია – სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება. ნარმანია აცხადებს, რომ ტარიფის გაანგარიშების დროს ძალიან ბევრი კომპონენტის გათვალისწინება ხდება. „არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ერთის მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 132 010 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.200 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Read More »

სააკაშვილი უკრაინაში ლობირებს აზარტული თამაშების 2 რუსულ ჯგუფს: 1XБЕТდა PARI MATCH-ს – ირაკლი გოგავა

„სააკაშვილი უკრაინაში ლობირებს აზარტული თამაშების ორ რუსულ ჯგუფს: 1XБЕТ და PARI MATCH-ს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა for.ge–სთან საუბრისას აცხადებს. „რა საკითხებსაც შეეხო, ჯერჯერობით, ყველა ისეთი სფეროა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. მისი ინიციატივების ანალიზი გვაჩვენებს, რომ რეფორმების სახელს ამოფარებული ისეთ სფეროებს მიადგა, სადაც სწრაფად შეიძლება დიდი ფულის მიღება დაინტერესებული ფინანსური თუ ლობისტური ჯგუფებისგან. მაგალითად, ლობირებს თურქული სასუქების დაბრკოლებების ...

Read More »

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 7 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 53 600 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.290 პროცენტით, მაქსიმალური 8.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.310 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »