Home » 2020 » July » 06

Daily Archives: July 6, 2020

კორონავირუსი ჰაერიდან გადადის? – ასობით მეცნიერი ჯანმოს რეკომენდაციების შეცვლას სთხოვს

ასობით მეცნიერის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ. ჯანმო-ს განცხადებით, კოვიდ-19, ძირითადად, ერთი ადამიანიდან მეორეზე დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს ცხვირიდან ან პირიდან გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით – ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. ორგანიზაციისთვის გაგზავნილ ღია წერილში, რომელსაც 32 ...

Read More »

„პოტენციალი, რაც შეიძლება წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი დამსვენებლების და მოგზაურების სახით, არის საკმაოდ მცირე“

ყველაზე ოპტიმისტური შედეგით, ქვეყანაში სავარაუდოდ წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი შემოვა. არა ივლის-აგვისტოში, არამედ წლის ბოლომდე ეს არის მაქსიმუმი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს ციფრი აჩვენებს, რომ 2020 წელს ტურისტების მიღების პოტენციალი დაბალია. „უნდა ავიღოთ ციფრები და ვნახოთ რა არის ის პოტენციალი, რაც შეიძლება ჩვენ წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი ...

Read More »

„საზღვრის გახსნა საკმარისი იქნება კორონავირუსის გასავრცელებლად და არა ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს“

„მე მინდა, ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა – თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის რესტორნის, სასტუმროსა და სხვა მფლობელს, რომ გახსნის შემთხვევაში შემოსავალი მოემატება, ცდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი იქნება, მაგრამ ეს საკმარისი იქნება კორონავირუსის გასავრცელებლად და არა ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, კოვიდის გავრცელების ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ საქმეზე – არსებული მასალით, არ მტკიცდება, რომ სარჩელი ჩაბარებულია, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოების მიერ კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებსა და სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს, იურიდიულად აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმის მასალების, მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ...

Read More »

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავარჯიშო დარბაზებმა გახსნის უფლების მისაღებად

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სავარჯიშო დარბაზებმა, რომ მომხმარებელთა მიღებისა და მომსახურების ნებართვა მიიღონ. ბექა ფერაძის განცხადებით, ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება და ჯგუფურ ვარჯიშებში 10 ადამიანზე მეტის ჩართვა არ იქნება ნებადართული. მისივე განცხადებით, ეს რეკომენდაციები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. მოთხოვნების სია ...

Read More »

თბილისიდან ონამდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება

თბილისიდან ონამდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 4,5 საათი დასჭირდება 6 საათის ნაცვლად. მგზავრობის დროის ხანგრძლივობა მას შემდეგ შემცირდება რაც ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. გზა  საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი. საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია ...

Read More »

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საზაფხულო ფასდაკლების აქციას იწყებს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს „ტოიოტას“ ყველაზე პოპულარულ მოდელებზე უპრეცედენტო ფასდაკლებებს სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზებით „ტოიოტას“ მარკის გამორჩეული მოდელები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. აქციის პერიოდში „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ „ტოიოტა ქემრიზე“ 10 000 ლარამდე ფასდაკლება გავრცელდება. შეთავაზების ფარგლებში სპეციალური ფასი იქნება „ქემრის“ ჰიბრიდულ კომპლექტაციაზე, რომელიც აღჭურვილია ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით, პარკინგ სენსორებით, უკანა ხედვის კამერით, ელექტრო რეგულირებადი სავარძლებით, ლედ ფარებითა და  ალუმინის 17″ ...

Read More »

ფინკა ბანკმა „სოლიდარობის ფონდში“ 5000 ლარი გადარიცხა

„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობასა და დიაგნოსტირების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ფონდში მობილიზებული თანხების სრული 100% ხმარდება სამედიცინო სერვისების დაფინანსებას. არსებულმა კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო კრიზისის წინაშე დააყენა. ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულმა შეზღუდვებმა ნეგატიური ფინანსური გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე, მათ შორის-საქველმოქმედო დონაციებზეც, რაც ფონდში შემცირებულ  შემოწირულობებზეც აისახა. თითოეული ...

Read More »

„სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათების სივრცე თითქმის აღარ არსებობს ან ძალიან მინიმალური შეიძლება იყოს“

ინტერვიუ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან. წყარო: ყოველთვიური გამოცემა „ჩვენი სოფელი“ – გახდება თუ არა სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და რა დაგვანახა პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ? – საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდის. ბევრ ქვეყანაში მას სიცოცხლის ჯაჭვი უწოდეს, რადგან ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისა და ფიზიკური არსებობისთვის მნიშვნელოვანია. პანდემიის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი აგროსასურსათო ჯაჭვის ეფექტიანად ...

Read More »

რას დაკარგავს ქვეყანა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტს არ მიიღებს პარლამენტი?

იმ თანამედროვე სამყაროში, სადაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური ქსელების და სხვადასხვა ტიპის კიბერსისტემების განვითარების ფონზე, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი. საქართველოში კი ამას ემატება ევროკავშირთან ასოცირების პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველომ უნდა გააუმჯობესოს პერსონალური მონაცემების დაცვის პრაქტიკა და მოახდინოს კანონმდებლობის მაქსიმალური ჰარმონიზაცია ევროპულთან. საქართველოში ამ დრომდე არ არის დამტკიცებული კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის, თუმცა ...

Read More »