Home » 2020 » July » 02

Daily Archives: July 2, 2020

“ქართულმა მარშმა” პოლიტიკური პარტია დააარსა

ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა” – “ქართულმა მარშმა” პოლიტიკური პარტია დააარსა. სადამფუძნებლო ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. “ქართული მარშის” წევრების განცხადებით, პარტია “ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა” არის მემარჯვენე პოლიტიკური მსოფლმხედველობრივი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა ორი საზოგადოებრივი მოძრაობის, “ქართული მარში”-სა და “გეორგია”-ს გაერთიანების საფუძველზე. “საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ...

Read More »

ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო

ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო, – ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიის მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე, უარყოფილია. „მადლობა ჩემო ძვირფასო სახელმწიფო: ინკასო „კავკასიის“ ანგარიშზე. დავალიანება 29 000 ლარი. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე, უარყოფილია. სამაგიეროდ, „იმედის“ და „რუსთავის 2“-ის 55 მილიონი გადანაწილებულია 5 წელზე. ...

Read More »

სუმა ჩაკრაბარტიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

სუმა ჩაკრაბარტიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე მეორე ვადა ამოეწურა. სუმა ჩაკრაბარტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 2012 წლიდან ედგა სათავეში. მისი განცხადებით, აღნიშნული ბანკი შეუცვლელი ინსტიტუტი გახდა. 3 ივლისიდან ბანკის პრეზიდნეტის მვალეობებს პირველი ვიცეპრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი შეასრლებს. ახალ პრეზიდენტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოვეწლიურ შეხვედრაზე აირჩევენ, რომელიც 2020 წლის 7-8 ოქტომბერს ...

Read More »

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა. სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

Read More »

ნამახვან ჰესის მშენებლობა მალე დაიწყება

„ნამახვან ჰესს“ უკვე აღებული აქვს მშენებლობის ნებართვა და მშენებლობა მალე დაიწყება,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის ენერგოსექტორისთვის უდიდესი პროექტი, რომელშიც 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. „რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომლითაც შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ. ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილება მომხმარებლებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის, პირადი მონაცემების, მათ შორის, ...

Read More »

ადამიანებზე ცდისას ადრეული დადებითი შედეგები COVID-19-ის კიდევ ერთმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ აჩვენა

გერმანული BioNTech-ისა და ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის, Pfizer-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილმა კორონავირუსის ვაქცინამ დადებითი ადრეული შედეგები აჩვენა. BioNTech-ის ხელმძღვანელის, უგურ საჰინის ცნობით, ვაქცინამ, სახელად BNT162b1-ის დაბალმა დოზამ იმაზე ოდნავ მეტი ანტისხეულები წარმოქმნა, ვიდრე გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სისხლშია. ასეთი შედეგები კლინიკური ცდების 1/2 ფაზის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელთა მიზანიც იმის შემოწმებაა, რომ ვაქცინა ტოქსიკური არ არის და იწვევს იმუნური სისტემის პასუხს ორგანიზმის ...

Read More »

სააკაშვილი: უკრაინაში საპროცესო შეთანხმებები უნდა შემოვიღოთ – საქართველოს ბიუჯეტში ამ გზით $2 მილიარდი დავაბრუნეთ

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის საგადასახადო, სასამართლო და საბაჟო სისტემები რეფორმირებას საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, საბაჟო კორუფციისგან უნდა გათავისუფლდეს, როგორც ეს საქართველოში მოხდა, სადაც საბაჟო სამსახური ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ „საუკეთესოდ აღიარა“. „რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს სასამართლო სისტემა. უკრაინაში სამართლიანობა არ არსებობს, ვინაიდან არ გვაქვს სამართლიანი სასამართლოები. ყველაფერი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რამდენიმე ...

Read More »

„თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდინციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე მაგიდასთან მუშაობის დროს, თუ აბიტურენტს პირბადე აწუხებს, პირბადის მოხსნა შეუძლია და ამისთვის არავინ დასჯის, სხვა შემთხვევაში კი პირბადის გამოყენება აუცილებელია. როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, დაახლოებით 2 თვეა, რაც შექმნილია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც მონაწილეობდა და ყველაზე დიდი კამათი 2 საკითხთან მიმართებაში ...

Read More »

„50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის, მათი 1%-იც რომ დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს”

50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. „ჩვენ დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად ...

Read More »