Home » 2020 » June

Monthly Archives: June 2020

უკრაინელმა ჟურნალისტებმა ძალოვან უწყებებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს

საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ ჟურნალისტებმა გენერალურ პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი ოლეგ დეინეკა და საინფორმაციო პროდიუსერი ვალერი ტოვმაჩი მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. „ჩვენი გადაწყვეტილება ეს განცხადება უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში ...

Read More »

კომუნიკაციების კომისია: მაუწყებლები, რომლებიც მე-7 წელია საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს უმალავენ, გამჭვირვალობისკენ Facebook-ს მოუწოდებენ

„სამწუხაროა, რომ ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქვეყანაში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. კომუნიკაციების კომისია 7 წელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს, – წერია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 29 ივნისს არასამათავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ღია წერილით ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: 2019 წელს ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მილიარდი ლარი მოიცვა

2019 წელს აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა და 87-% შეადგინა, ანუ ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მლრდ. ლარზე მეტი მოიცვა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საფუძველს დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს, ...

Read More »

ენერგოომბუდსმენი – 2019 წელი ბუნებრივი გაზის სექტორში კატასტროფის წლად შევაფასეთ

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, 2019 წელს ბუნებრივი აირის სექტორში სავალალო მდგომარეობა იყო, რის გამოც რამდენიმე აფეთქება მოხდა. როგორც მან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მალე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდება და გაზის შიდა ქსელი მოწესრიგდება, რაც პრობლემებს აღმოფხვრის. “2019 წელი ჩვენ ბუნებრივი გაზის სექტორში კატასტროფის წლად შევაფასეთ. გახსოვთ, დიღმის აფეთქება პირველივე თვეში, ეს 16 იანვარს იყო, შემდეგ მას ძალიან მალე მოჰყვა ...

Read More »

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მცირე მეწარმეები, რომლებიც ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად აცნობა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ბრძოლა ეკონომიკურ კრიზისთან და კრიზისით გამოწვეულ შედეგებთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს. ,,ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები გათავისუფლდებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი ...

Read More »

ახალი რეგულაციები 326-მა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა

დადებითია დინამიკა, ყველა ბიზნესოპერატორს მოვუწოდებ დაიცვას რეკომენდაციები, რომელის შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა. მან ქვეყნის მასშტაბით სასტუმრობისა და რესტორნების შემოწმების სტატისტიკა წარადგინა. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაიგეგმა 1607 სასტუმროს შემოწმება, რომელთაგან მოთხოვნები დააკმაყოფილა და ნებართვა გაცემულია 588 სასტუმროზე. ვერ დააკმაყოფილა 326-მა სასტუმრომ და შესაბამისად ნებართვა არ არის გაცემული და გადავადება შემოწმებისთვის ...

Read More »

„მთის წყალი“ ბაზრის ლიდერი გახდება – თემურ ჭყონია მტკნარ წყალს 15 ივლისიდან გამოუშვებს

„მტკნარი წყალი, რომლის სახელწოდება „მთის წყალი“ იქნება დაახლოებით ორ კვირაში, 15 ივლისამდე გამოვა“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. „საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ქსელთან და სავაჭრო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები უკვე ფორმდება, ჩვენი სადისტრიბუციო სისტემა, რომელიც ყველაზე გამართულია საქართველოში, 15 ივლისიდან  „მთის წყალს“ მთელ საქართველოს მიაწოდებს. მტკნარი წყალი ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან ბოთლებში გაიყიდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნიშანი „მთის წყალი“ „კოკა-კოლას“ პორტფელშია ...

Read More »

„ივანიშვილმა და გახარიამ რუსეთის დავალება შეასრულეს“ – რუსეთმა ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოები დაასრულა

„ეს არის გამყიდველი და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი მთავრობის პოლიტიკა… ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი გახარიამ რუსეთის დავალება შეასრულეს!!!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე წერს. ის ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ტამანის პორტზე. შეგახსენებთ, forbes.ge-ს ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმა წყლოვანი სამუშაოების დასრულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

Read More »

რუსეთმა შავ ზღვაზე ანაკლიის კონკურენტი პორტის მშენებლობა დაასრულა

ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმა წყლოვანი სამუშაოების დასრულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს რომ პორტი 220,000 ტონამდე სატვირთო გემების მიღებას უკვე შეძლებს. ამგვარად, ტამანის პორტის No. 1 ნავმისადგომი სამხრეთ რუსეთში იქნება პირველი, რომელიც 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს. რუსეთში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს მინერალური რესურსების ექსპორტი. ამჟამად ექსპლოატაციაში შეყვანილია ტამანის პორტის ოთხივე ...

Read More »

2 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

„თიბისის“ და „მასტერქარდის“ ორგანიზებით, საქართველოში პირველად, ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. „თიბისის“ ინფორმაციით, კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს გაუზიარებენ. მათივე ინფორმაციით, თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ისაუბრებენ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ უნდა ...

Read More »