Home » 2020 » May (page 30)

Monthly Archives: May 2020

ვენაში მოქალაქეებს 25 ევროიან ვაუჩერებს დაურიგებენ კაფეებში, რესტორნებსა და ყავის მაღაზიებში გამოსაყენებლად

ავსტრიის დედაქალაქის ხელისუფლება, ივნისის შუა რიცხვებიდან მოქალაქეებს 25 ევროს ღირებულების ვაუჩერებს დაურიგებს. მათი გამოყენება ქალაქის კაფეებში, რესტორნებსა და ყავის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. ამგვარად ქალაქის ხელისუფლებას სურს დაეხმაროს საზოგადოებრივი კვების სფეროს, რომელმაც ორთვიანი კარანტინის გამო დიდი ზარალი განიცადა. ქალაქმა ამ პროგრამისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო. მარტო მცხოვრები მოქალაქე 25 ევროს ვაუჩერს მიიღებს, ოჯახებს კი 50 ევროიანი ვაუჩერები ერგებათ. მათი გამოყენება სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი, ...

Read More »

“კოკა-კოლამ” COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში, წითელი ჯვრის საზოგადოებას 240 000 ლარი გადასცა

კომპანია კოკა-კოლა, კოკა-კოლას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია საქართველოში COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ მხარდასაჭერი აქტივობების გასატარებლად ერთიანდებიან. “მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველომ კოკა-კოლას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დახმარება მიიღო, 240 000 ლარის ოდენობით და ეს თანხა COVID-19-ის რისკის შემცირებასა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით განახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ვირუსის გავრცელების პრევენცია და შემთხვევების დროული ...

Read More »

ევროკომისიის პრეზიდენტი – საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტი გრანტით სარგებლობას შეძლებს

საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკომისია მზად არის მომავალში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპის გუნდის ფინანსურ დახმარებებს შეუძლია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება და ისეთი სივრცის შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა პანდემიის ...

Read More »

„გალფი“ დღეს 696 ექიმს ბონუსის სახით ჯამში 271,000 ლარს ჩაურიცხავს

ნავთობკომპანია „გალფი“ COVID 19-თან მებრძოლ 9 კლინიკის 696 ექიმს, ექთანს, სანიტარს და სხვა სამედიცინო პერსონალს 271,000 ლარს გამოუყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს „გალფსა“ და ყველა იმ კლინიკას შორის რომელიც კორონავირუსით დაავადებულ მოქალაქეებს მკურნალობს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში კომპანია „გალფმა“ აიღო ვალდებულება თითოეულ სამედიცინო პერსონალს თავად გადაურიცხოს თანხა ყველანაირი გადასახადების ჩათვლით. გარდა ამისა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარანტინში მყოფი სამედიცინო პერსონალის კვებას ...

Read More »

პოლ ვანდორენი: ევროკავშირმა საქართველო უნდა მიიღოს თავის წევრად

ევროკავშირის ინსტიტუციებმა უნდა გააგრძელონ იმის უზრუნველყოფა, რომ პროევროპული ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, ხედავდნენ ევროკავშირს, როგორც თავიანთ საბოლოო მიზანს, – წერს ევროკავშირის ყოფილი ელჩი ხორვატიაში და ევროკავშირის მოქმედი ელჩი რუსეთის ფედერაციაში პოლ ვანდორენი. „ეს არაჩვეულებრივი დროა დიპლომატიურ და საგარეო საქმეთა სამყაროში დასამკვიდრებლად. როგორც ყველაფერი დანარჩენი, ჩვენი სამყაროც მოიცვა კორონავირუსის პანდემიამ. ურთიერთობებს სახელმწიფოებში თითქმის ექსკლუზიურად განაგებს ამ ლეტალური ვირუსის სამწუხარო გავლენა. მედიკამენტებისა და აღჭურვილობის ...

Read More »

იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა. გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალებს შეეძლებათ ოფიციალურად წარადინონ განაცხადი ქვეყანაში კანონიერად დარჩენისა და მუშაობის შესახებ. გუშინ გამოცემული განკარგულების თანახმად, ბინადრობის უფლება 6 თვის მანძილზე იქნება ვარგისი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება იმ პირებს, რომლებიც ფერმებსა და სახლებში არიან დასაქმებული.

Read More »

დასაქმებულებმა შესაძლოა ყოველ ზეგანაკვეთურ საათში იმ თანხის 125% მიიღონ, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში იღებენ

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში. ...

Read More »

„ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“

„ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა – ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს და რომელსაც, სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით. ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან. დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება კრიზისს. არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ პანდემიით ...

Read More »

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ ერთობლივ ვებინარს ინკოტერმი 2020 უმასპინძლეს

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ, როგორც მისმა ასოცირებულმა წევრმა, ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე – ინკოტერმს 2020 – Incoterms 2020. ინკოტერმსი (International Commercial Terms) – საერთაშორისო კომერციული ტერმინები და წესებია, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ და ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესები განმარტავს მხარეთა ვალდებულებებს, ხარჯებისა და რისკების გადანაწილებას საქონლის ტრანსპორტირების დროს. 2020 წელს აღნიშნულ წესებში ცვლილება შევიდა ...

Read More »

ორ თვეში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ორი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა. როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მიმდინარეობაზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპზე უკვე შეჯამებულია ერთი თვის მონაცემები და მარტში მოქალაქეების კომუნალური მომსახურების სუბსიდირება ბიუჯეტს 55 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. „აპრილში კომუნალური სუბსიდიის ...

Read More »