Home » 2020 » May (page 3)

Monthly Archives: May 2020

„ლიდერფუდის“ 10 მილიონიანი წილი სასამართლომ განხილვის გარეშე გაასხვისა – მხარეებს ყოფილი გენერალური პროკურორი და მედიამენეჯერი იცავენ

ყოფილი გენერალური პროკურორისა და „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის პროფესიული გზები მსხვილი მასშტაბის ბიზნეს-დავამ გადაკვეთა. არჩილ კბილაშვილი დავით ზეიკიძეს იცავს, რომელსაც 50%-იან წილი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის განხილვის გარეშე ჩამოართვეს. ზეიკიძის წილს მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. დუმბაძის ინტერესებს პაატა სალია წარმოადგენს. პრესკონფერენცია, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილმა გამართა, თავიდანვე ხმაურიანი განცხადებით დაიწყო: „რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ ...

Read More »

ქუჩაში მიტოვებული მანქანების მფლობელებს დააჯარიმებენ

ქუჩაში მიტოვებული მანქანების მფლობელებს დააჯარიმებენ. სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატი ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. „საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით ასევე არ ...

Read More »

როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს

ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი და უკრაინული გრივნა – აშშ დოლართან მიმართებაში – 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული რუსული რუბლი, თურქული ლირა – დაახლობით 16%-ით, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ინფორმაციას რეგიონში არსებული ...

Read More »

2019 წლის მონაცემებით, სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვევით მოსახლეობის 23.7%, ქალაქში კი 16.4% ცხოვრობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც 2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობაა. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი – 16.4%. ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით.

Read More »

სააკაშვილი: დრო არ მაქვს საქართველში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო

საქართველოს ექსპრეზინდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტ სტივენ სექერთან ერთად, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ოგანიზებულ ტელე-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინაში მის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. ჟურნალისტმა სააკაშვილს „ამერიკის ხმის“ შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველოში მომავალ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყოს ჩართული, მაშინ როცა ის ახლა უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას იკავებს. „მე ფიზიკურად ნამდვილად არ მაქვს დრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო“, – განაცხადა ...

Read More »

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი“

სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი. არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ეუთოში ჯეიმს გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ელჩმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა. „მოვუწოდებთ, შეჩერდეს სტრუქტურების, ღობეების, ნიშნების ან ბარიერების მშენებლობა/გამაგრება, რომლის მიზანია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების „ბორდერიზაციის“ გაძლიერება ან გაფართოება. ეს ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის ...

Read More »

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს. „წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ. მისივე თქმით, 2020 წლის ...

Read More »

გოგიტა თოდრაძე – აპრილში, საქართველოს ეკონომიკის 16.6%-იან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობამ შეიტანა

აპრილში, საქართველოს ეკონომიკის 16.6%-იან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობამ შეიტანა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მშენებლობასთან ერთად, ეკონომიკურ კლებაში დიდი წვლილი შეიტანა ვაჭრობამ და დამამუშავებელმა მრეწველობამ. „მშენებლობის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ისე სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამუშაოების შემცირებასთან. ასევე, 34%-ით ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების პროცესი დაიწყო

კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, „კავკასუს ონლაინს“ კანონით დაკისრებული ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია. საქმე ეხება კანონდარღვევით, კომისიის თანხმობის გარეშე, კომპანიის წილის გასხვისებას. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ...

Read More »

მამუკა მდინარაძე: კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა ნამდვილად არ იყო

ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, გარკვეულ კვლევებს ვატარებთ და გვაქვს წარმოდგენა საზოგადოებრივ აზრზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გითხრათ, რომ ცოტა მაღალია ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ჩვენი პარტიის შემთხვევაში რეიტინგთან დაკავშირებით, იქ არის 9% გადაუწყვეტელი, იქ ალოკაცია შეიძლება გაკეთდეს და მაშინ დაახლოებით ერთი და იგივეა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ GORBI-ს კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა ...

Read More »