Home » 2020 » May (page 10)

Monthly Archives: May 2020

თენგიზ ცერცვაძე – მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობის აღდგენა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების რისკის მხრივ, ტურიზმზე ნაკლები, მაგრამ მაინც სერიოზული პრობლემა ტრანსპორტის ამუშავებას უკავშირდება. თუმცა, ცერცვაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მუდმივად ვერ დარჩება და მიაჩნია, რომ, პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს. „მეორე სერიოზული პრობლემა, ცოტა ნაკლებად სერიოზული, ვიდრე ტურიზმის გახსნა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. თქვენ იცით, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ...

Read More »

“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს,

“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა: ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ ტელევიზიის წილები გაასხვისეს. კერძოდ, „მთავარი არხის“ 40%-იანი წილის მესაკუთრეები ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიები ხდებიან. „39% წილის მფლობელი BGIM ltd, რომელიც ლონდონშია რეგისტრირებული და დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილია, საქართველოში მის მფლობელობაში მყოფ კომპანიებისგან: ბენმონტი, ომეგა მოტორს ჯგუფი, მონტე , მატრიქსი და მაგული ხარებავასგან 15 წლით გადაიბარებს წილებს მართვის ...

Read More »

პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები სამარცხვინო იყო

პარტია “გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი, ედმონ მარუკიანი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრ, არსენ ტოროსიანს ნაკლები უნდა ელაპარაკა და მეტი ემუშავა, მან კი ყველაფერი პირიქით გააკეთა. მისივე თქმით, მინისტრის განცხადებები სამარცხვინო იყო. „რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? რა საჭირო იყო იმის თქმა, რომ მათი მძღოლები ინფიცირებულები არიან? მათაც რომ იგივე თქვან და ჩვენი ...

Read More »

ნიკოლ ფაშინიანი – მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ – მინისტრს, გიორგი გახარიას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მთელი გულით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ქართველმა ხალხმა გამოხატა ურყევი გადაწყვეტილება, აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება. საუკუნეების განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დამყარებული. მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს ...

Read More »

“ზარა”, “მა­სი­მო დუტი”, “ბერშკა”, “სტრა­დი­ვა­რი­უ­სი” და ა.შ. მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

„რითეილ გრუპ ჯორჯიაში” შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას კომპანიის დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა. საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, “ზარა”, “მა­სი­მო დუტი”, “ოიშო”, “ბერშკა”, “სტრა­დი­ვა­რი­უ­სი” და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი. მაღალაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. მისივე თქმით, პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის ...

Read More »

„გაზპრომთან“ მოქმედი კონტრაქტის გადახედვის შედეგად გაზის ტარიფი 15%-ით შემცირდა

საქართველოში დღეს ბუნებრივი აირის ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც აზერბაიჯანული გაზის შემომტანი „სოკარი”, ასევე ახლა „გაზპრომიც” ამ ტენდენციას მიჰყვება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებული ტენდენციის შესახებ საუბრისას განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის, რაც ბუნებრივ აირზე ფასის დაკლების ერთ-ერთი პირობაა. ...

Read More »

ფინკა ბანკი – ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) – ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება ...

Read More »

ავერსი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პროექტს „სააფთიაქო თარო“

ავერსი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პროექტს „სააფთიაქო თარო“.ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, განათავსოს ვირტუალურ სააფთიაქო თაროზე თავისთვის საჭირო 10 მედიკამენტი და 10 არამედიკამენტი და ყოველდღე ისარგებლოს ყველაზე დიდი ფასდაკლებით! პროექტის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს აღარ უწევს, ელოდოს ფასდაკლების დღეებს – მას შეუძლია, ნებისმიერ დროს დიდი ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი პროდუქცია. რაც მთავარია, პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა. პირად სააფთიაქო თაროზე თითოეული პროდუქტი თავსდება 1 თვის ვადით. ამის შემდეგ ის შეიძლება შეიცვალოს სხვა პროდუქტით დადგენილი სიიდან. მედიკამენტების სიაში ...

Read More »

ნიკა მენოგნიშვილი – დროა, კანონმდებლებთან ერთად ვიფიქროთ ფორს-მაჟორის კანონში ასახვაზე

საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ, დამატებით, დღის წესრიგში დააყენა ფორს-მაჟორული გარემოებების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული შრომით-სამართლებრივ და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის საკითხთან. შესაბამისად, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე და შესაძლებლობების ტრანსფორმირებაზე – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ნიკა მენოგნიშვილმა განაცხადა. ნიკა ...

Read More »

როგორ შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება საცალო დონეზეც. მისივე თქმით, დროის სხვადასხვა მონაკვეთში მოხმარებულ ელეტროენერგიაზე განსხვავებული ტარიფები იმოქმედებს – პიკის ტარიფი, ბაზისის ტარიფი და ...

Read More »