Home » 2020 » March » 31 (page 3)

Daily Archives: March 31, 2020

კომპანია “თბილღვინომ” StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

განვითარებული მოვლენების ფონზე კომპანია “თბილღვინო“ მიესალმება StopCov ფონდის შექმნას. შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში „თბილღვინომ“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა. „თბილღვინო განაგრძობს მუშაობას თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტური ზომების დაცვით, როგორც თბილისში, ასევე, ყვარლის საწარმოში. შეუფერხებლად მიმდინარეობს ექსპორტი მრავალ ქვეყანაში. საქართველო, ჩვენ გვჯერა, რომ ამ კრიზისს ერთად დავაღწევთ თავს.“ – აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმლის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება

მთავრობის 30 მარტის დადგენილების მიხედვით, ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმლის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება. დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

Read More »

ერდოღანმა კორონავირუსით დაზარალებულთა დასახმარებლად საკუთარი 7 თვის ხელფასი გაიღო

თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში „ეროვნული სოლიდარობის კამპანია“ დააფუძნა და შემოწირულობის სახით საკუთარი 7 თვის ხელფასი გაიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. „კამპანიას საკუთარი 7 თვის ხელფასის დონაციით ვიწყებ,“ – განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტარებმა კამპანიის ფარგლებში 5,2 მილიონი თურქული ლირის (791 000 აშშ დოლარი) ოდენობის შემოიწრულობა გაიღეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კამპანიის მიზანი იმ დაბალშემოსავლიანი ...

Read More »

თიბისიმ COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს

თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს. „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ...

Read More »

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აკრძალვა საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა და ის არ ეხება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 ადამიანია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დისრექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანია, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ქვეყანაში კი ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია. „ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს,“- განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ. ამასთანავე, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 31 პაციენტი გადის, ...

Read More »

დღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგის საბაზისო კლინიკა “კურაციო” დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

ნებისმიერი ექიმი-სპეციალისტის დისტანციურ მომსახურებას ყველა დაზღვეული თანაგადახდის გარეშე, 100%-იანი დაფინანსებით მიიღებს ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და კოვიდ-19 ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან  დაკავშირებით, კლინიკა “კურაციო” მუშაობის რეჟიმს ცვლის. კლინიკა კურაციო ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მომსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. მკაცრად იცავს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, ასევე სრული სიზუსტით მიჰყვება  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ ახლად დამტკიცებულ გაიდლაინებს . ...

Read More »

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან – ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად

დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს. მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და  პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,  ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა  და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო  პროექტი წარუდგინა. საბანკო სერვისებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვა, რაც იმას ნიშნავს: მომსახურებები,  რომელთა მისაღებად ფილიალში ვიზიტი იყო საჭირო  –  პროკრედიტ ბანკში უკვე დისტანციურად  სრულდება. ონლაინ რეჟიმში, ბანკში მიუსვლელად ...

Read More »