Home » 2020 » March » 31 (page 2)

Daily Archives: March 31, 2020

18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ ჩერდება

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. როგორც დადგენილებაშია განმარტებული, ეს საქმიანობებია: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, ...

Read More »

„ისინი ჩვენ კატასტროფისკენ მიგვაქანებენ“ – რატომ “არ იმჩნევენ” კორონავირუსს შვედეთში

პანდემიის გავრცელებამ ევროპის კონტინენტის პარალიზება მოახდინა – შეაჩერა ეკონომიკური პროცესები და მილიონობით ადამიანები სახლებში დასვა. ევროპულმა ქვეყნებმა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მიმართეს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა, ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, კერძოდ შვედეთი, განსხვავებულად იქცევა. შვედეთს არ დაუხურავს სკოლები, სპორტული დარბაზები, მაღაზიები დღემდე ღიაა და რაც ნიშანდობლივია, ქვეყანას არ ჩაუკეტავს საზღვრები. სხვა სკანდინავიური ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ მწირია. ბარები ...

Read More »

ექიმები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორი სიმსუქნეა

ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ. გამოცემა, „ენელთაიმსის“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ინტენსიური თერაპიის განყოფილების სპეციალისტების ასოციაციის ხელმძღვანელი, დიდერიკ გომერსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულების 80 პროცენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან, წონის პრობლემები აქვთ. როტერდამის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი ლიზბეტ ვან როსუმი ამბობს, რომ სიმსუქნე რისკის შემცველია, რადგან იმუნიტეტს ასუსტებს. ამასთანავე, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიმართონ მკაცრ დიეტას ინფექციის პრევენციის ...

Read More »

„ვითიბი ბანკი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ავტომობილებს გადასცემს

„ვითიბი ბანკი“ COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს „კიას“ (Kia) მარკის ავტომობილებს გადასცემს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მათ არ ჰყავთ საველე სამუშაოებისთვის საკმარისი ავტომობილები. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიძინოთ და გადავცეთ საჩუქრად, გარდა ...

Read More »

„სოფელ კაპანახჩის ექიმმა წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე და მშვენივრად შეძლო კორონავირუსის შემთხვევის ამოცნობა“

“სოფელ კაპანახჩის ექიმმა წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე და მშვენივრად შეძლო კორონავირუსის შემთხვევის ამოცნობა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს. იმნაძის თქმით, მან კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია დაავდებათა კონტროლის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალიან კარგად იცოდა. „მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის, სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა ...

Read More »

პაატა იმნაძე – კორონავირუსის 110 შემთხვევა 2 000 ტესტირებულიდან არის დადასტურებული

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის საქართველოში 2200-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებული ტესტიდან კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. „დღეისთვის საქართველოში ბოლო, აი, ამ წუთის მონაცემებით, დადასტურებულია 110 შემთხვევა და სხვათაშორის, ბევრი კითხვებია ხოლმე ამ 110 შემთხვევაზე. ეს 110 შემთხვევა არის 2 200-ზე მეტი ტესტირებულიდან, რომ ვიცოდეთ, კითხვები რომ არ იყოს ხოლმე. 2200-ზე მეტი ადამიანი დღეისათვის ...

Read More »

მეთადონის პროგრამაში მონაწილეე პირებს 5-დღიანი პერიოდისთვის საჭირო დოზას სახლში გაატანენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მეთადონის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის უკვე დაშვებულია გამონაკლისი და მათ 5 – დღიანი პერიოდისთვის საჭირო მომატებულ დოზას სახლში გაატანენ. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, სოციალური მომსახურების სააგენტო გუშინ საღამოდან მუშაობს დეტალურ სიებსა და საჭიროებებზე, იმ პირებისთვის, რომლების ჯანდაცვის პროგრამებში არიან ჩართულები. „მუშავდება დიალიზის პროგრამაში მყოფი პირებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მეთადონის ...

Read More »

დამატებითი ფინანსების მისაწოდებლად, სავალუტო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან – მერსედეს ვერა მარტინი

“დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, სავალუტო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა. “ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს არსებული შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული ...

Read More »

„გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ პრობლემას“

გავაკეთებთ ყველაფერს, სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, შეზღუდვები იმოქმედებს თუ არა აღდგომის დღესასწაულზე და შეძლებენ თუ არა მორწმუნეები ლიტურგიაზე დასწრებას, ჟურნალიტებს განუცხადა, რომ საყოველთაო კარანტინის შემოღება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ქვეყანა სწრაფად გაუმკლავდეს ვირუსს. „ეს გადაწყვეტილებები დავიწყეთ იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ეტაპს, შიდა ...

Read More »

2020 წლის თებერვალში, საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა. 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების ...

Read More »