Home » 2020

Yearly Archives: 2020

თენგიზ ცერცვაძე – „რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი

მე რომ „რემდესივირი“ არ დამეწყო, მოვკვდებოდი, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა. „ჩემს შემთხვევაში „რემდესივირმა“ ცალსახად იმოქმედა და გადასხმას რომ ვიკეთებდი, უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც ინტოქსიკაცია მომეხსნა. როგორც ჩანს, ვირუსის რეპლიკაცია დათრგუნა. მე ძალიან მძიმე რისკის ჯგუფს მივეკუთვნები. გარდა იმისა, რომ 70 წელს ...

Read More »

„ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი გადაწყვეტილია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება“

ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი გადაწყვეტილია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება, – განაცხადა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“. „შენობა რომ მოთავდება, გადავალთ. ეს იდეალური შენობა იქნება, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი და შენობით, ყველაზე კარგი ჰოსპიტალი თბილისში. ასეთი შენობა არც ერთ ჰოსპიტალს არ ექნება. იმიტომ, ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, პირველი თურქული სატვირთო მატარებელი ჩინეთში ჩავა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, პირველი თურქული სატვირთო მატარებელი ჩინეთში ჩავა. თურქული მედიის ინფორმაციით, საექსპორტო საქონლით დატვირთული მატარებელი თურქეთიდან 4 დეკემბერს გავა და ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის გავლით 8 693 კილომეტრს დაფარავს. თურქული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მატარებელი გადაკვეთს ორ კონტინენტს, ორ ზღვას, ხუთ ქვეყანას და ჩინეთში ტვირთს 12 დღეში ჩაიტანს. თურქული მედიის ინფორმაციით, ნოემბერში სატრანზიტო მატარებელი ჩინეთიდან პრაღაში ...

Read More »

„აზიის განვითარების ბანკმა“ საქართველოს კოვიდ-19-თან გამკლავებაში დასახმარებლად 2.5 მილიონ დოლარიანი გრანტი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად.  აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტის ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის მიერ ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით და გამოყენებული იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად, მათ შორის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გასაზრდელად, პირადი დამცავი და ზოგადი ...

Read More »

შემოსავლების სამსახური კომპანიებს შეახსენებს, საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადებისთვის შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართონ უწყებას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ხორბლის უწყვეტი მარაგი იყოს. როგორც ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სამინისტროში არსებობს სურსათის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების მართვის გეგმა, რომელიც ხორბლის მარაგების აღრიცხვას აწარმოებს. მინისტრი აცხადებს, ქვეყანას ხორბლის 2 თვეზე მეტი მარაგი გააჩნია. „ჩვენ დროის ყოველ მომენტში ვიცით, რა მარაგი გვაქვს და რა შემოდინება არის მოსალოდნელი. ასე რომ, ჩვენ პასუხისმგებლობა ...

Read More »

საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული IT კომპანია კომპანია, Exadel-ი შემოვიდა

ნათია თურნავა – მთავრობის მიერ საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Exadel-ი შემოვიდა. მინისტრის თქმით, IT ინდუსტრიას მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნებიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ით დაიბეგრებიან, რაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია. „მთავრობის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა ...

Read More »

ტედროს ადჰანო – ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული პროგრესი პოზიტიურია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, – ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ყველას ამაღლებულ განწყობას გვიქმნის და ახლა შეგვიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა დავიწყოთ. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია სრულდება,“- ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევიდან 2053 – თბილისში, 453 – აჭარაში, 931 – იმერეთში დაფიქსირდა

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ...

Read More »

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი საჯაროდ დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საჯაროდ სიკვდილით დასაჯა მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Radio Free Asia საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნოემბრის ბოლოდან კორეის შრომის პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები გაამკაცრა. მათ საჯაროდ დახვრიტეს ადამიანი, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დაეშინებინათ. იყო შემთხვევები, როცა ჩინეთის საზღვართან მცხოვრები ადამიანები გადაღმა მცხოვრებ პირებთან ურთიერთობდნენ“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში პროვინცია ჩრდილოეთ ...

Read More »