Home » მსოფლიო » 2020 წლისთვის ევროპაში სუპერსწრაფი ინტერნეტი ჩაირთვება
2020 წლისთვის ევროპაში სუპერსწრაფი ინტერნეტი ჩაირთვება

2020 წლისთვის ევროპაში სუპერსწრაფი ინტერნეტი ჩაირთვება

ევროკავშირმა მეხუთე თაობის ინტენეტის შექმნაზე დაიწო მუშაობა

ევროკავშირი მეხუთე თაობის ინტენეტის შექმნაზე მუშაობს. შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირსა და ბრაზილიას შორის 23 თებერვალს გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. კომისიის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა შესაბამისი ტექნოლოგიის ევროკავშირში განთავსების შესახებ. სამუშაოები 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

“მომავალში ყველა და ყველაფერი მეხუთე თაობის ინტერნეტს გამოიყენებს. 2020 წლისთვის 26 მილიონ მოწყობილობაში იქნება ჩართული ახალი თაობის ინტერნეტი. მეხუთე თაობის ინტერნეტი ევროკავშირის ციფრულ ბაზარზე მთავარი ხერხემალი იქნება”, – წერია ევროკომისიის პრესრელიზში.

ევროკავშირი და ბრაზილია კომუნიკაციების სფეროში 2008 წლის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობენ. ეს ორი ქვეყანა მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მეხუთე თაობის ინტერნეტის განვითარებასა და ახალი სერვისების შექმნაზე ერთად იმუშავებს.

მეხუთე თაობის ინტერნეტით შესაძლებელი იქნება ძალიან დიდი გაფართოების ვიდეოსტრიმინგი. ასევე უკაბელო და კაბელიანი მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირება. ამას გარდა, მეხუთე თაობის ინტერნეტით ათი ათასობით მომხმარებლისთვის წამში რამდენიმე ათეული მეგაბიტის მოცულობის ინტერნეტის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. მეოთხე თაობასთან შედარებით გამოსახულება და დაფარვის ზონა განსაკუთრებით გაუმჯობესდება. ამასთან დაკავშირება უფრო სწრაფი გახდება.

ახალი თაობის ინტერნეტი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა და სხვა ინდუსტრიებისთვის გრადნიოზული ცვლილებების წინაპირობა იქნება. ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და ციფრული მრეწველობის სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, მეხუთე თაობის ინტერნეტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა, ვინაიდან იგი მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად შეცვლის.

ახალი თაობის ინტერნეტი ციფრული სამყაროს კიდევ ერთ რევოლუცია იქნება.

Share