Home » ფინანსები » 2020 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 5 ლარით, 1 314.7 ლარამდე შემცირდა

2020 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 5 ლარით, 1 314.7 ლარამდე შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 ლარით, 1 314.7 ლარამდე შემცირდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით); მშენებლობა – 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 020.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2 პროცენტით).

ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

„2020 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების – 1 581.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 3.8 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 11.7 ლარით“,- აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

Share