Home » ეკონომიკა » 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 51%-ს შეადგენს

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 51%-ს შეადგენს

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 51.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 1 055.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2015-2020 წლებში:

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია საქართველოდან 2018-2020 წლებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მონაცემები თვეების მიხედვით:

Share