Home » მსოფლიო » 2020 წელს ვენესუელაში ინფლაციამ 3 000%-ს მიაღწია

2020 წელს ვენესუელაში ინფლაციამ 3 000%-ს მიაღწია

ვენესუელაში 2020 წელს ინფლაციამ თითქმის 3 ათას პროცენტს მიაღწია. აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ბანკის მონაცემებით, ინფლაციამ 2020 წელს ოფიციალურად შეადგინა 2 959,8%. ( 2 ათას 959 მთელი 8 მეათედი) ფასების მინიმალური მატება მარტში, ხოლო მაქსიმალური დეკემბერში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ბოლო წლებში ვენესუელა განიცდის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც თან სდევს ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტი. გაეროს მონაცემებით, ქვეყანა დატოვა 4 მილიონ 500 ათასმა ადამიანმა, მათგან 80% რეგიონის ქვეყნებშია განაწილებული.

Share