Home » მსოფლიო » 2020 წელს უკრაინამ კორუფციის გამო, საბაჟოზე 3,6 მილიარდი დოლარი დაკარგა

2020 წელს უკრაინამ კორუფციის გამო, საბაჟოზე 3,6 მილიარდი დოლარი დაკარგა

უკრაინამ 2020 წელს კორუფციის გამო, საბაჟოებიდან, გადასახდელებიდან და მოსაკრებლიდან 100 მილიარდი გრივნას ანუ 3 მილიარდ 570 მილიონი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღო.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „უკრაინას“-ს ეთერში განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაახლოებით, 5 ათას 500 კომპანიაზე, რომლებიც საქმიანობენ უკრაინაში, მოდის მთლიანი საბაჟო შემოსავლების 90%. საბაჟო სამსახურის ცნობით, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული 217 ათასიდან დაახლოებით, 200 ათასი კომპანია არის „ჩრდილოვან სეგმენტში“.

უწყების ხელმძღვანელის აზრით, იმისათვის რომ საბაჟოებზე კორუფცია შემცირდეს, აუცილებელია პირველ რიგში გაიზარდოს საბაჟო ინფრასტრუქტურაში სახელმწიფო დაფინანსება, რათა მოხდეს პროცესების ავტომატიზირება და ადამიანური ფაქტორის მინიმიზება.

Share