Home » ბიზნესი » 2020 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 620 მილიონი ლარი შეადგინა

2020 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 620 მილიონი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5860,9 მლნ. ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, აქედან უდიდესი ნაწილი, ანუ 76,6 პროცენტი მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 8,8 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,6 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2178,0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით.

ამასთან, 2020 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1779,2 მლნ. ლარი შეადგინა.

„2020 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 36,0 ათას ადამიანს, რომელთაგან 61,1 პროცენტი ქალი იყო. 2020 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 620,2 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 40,0 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 16,0 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 7,9 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6,1 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1,8 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი, ანუ 28,2 პროცენტი სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ამასთან, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი 378,7 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 51,9 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,1 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 5,7 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 2,9 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0,2 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (25,2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება“, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

Share