Home » საზოგადოება » 2020 წელს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის ანგარიში

2020 წელს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის ანგარიში

გამოქვეყნდა მომხმარებელთა ინტერსების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია 2020 წელს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას შესახებ.

ანგარიში ასევე მოიცავს ერთი მხრივ, მოქალაქეთა განცხადება/საჩივრების განხილვის, ჩატარებული მონიტორინგების, გაწეული კონსულტაციების და მეორე მხრივ, სამსახურის მიერ მომხმარებელთა დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების და გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციას.

მომხმარებელთა ინტერსების საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში, წარმოდგენილია ინფორმაცია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მანდატის, როგორც სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიის შესახებ, სამსახურის საქმიანობისა და მომხმარებელთა მომართვიანობის მაჩვენებლის, სამსახურის მიერ განხილული განცხადება/საჩივრების თემატურ ჭრილში ანალიზის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების და სამომავლო გეგმების თაობაზე.

სრული ელ. ვერსია შესაძლებელია იხილოთ ბმულზე.

Share