Home » ფინანსები » 2020 წელს ქართულმა კლუბებმა 21 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

2020 წელს ქართულმა კლუბებმა 21 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2020 წელს კლუბების და სხვა პროგრამების დაფინანსების ანგარიში წარმოადგინა. ცნობილია, რომ 2020 წელს, მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე COVID-19-ის პანდემიის გამო, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტი 37 მლნ-ის მაგივრად 23,6 მლნ. ლარით დაფინანსდა.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ სულ ამ თანხიდან 79 გუნდი დაფინანსდა, რომლებმაც ჯამში 21,758,017 მილიონი ლარი მიიღეს, ანუ დააახლოებით, 6,53 მილიონი დოლარი.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კლუბებმა სრულად მიიღეს საბაზისო დაფინანსება და კლუბებს არ ჰქონიათ გადაადგილების, შეკრების, კვების და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც გამოიწვევდა ჩემპიონატის ჩაშლას. შემცირებული ბიუჯეტის გამო კლუბებმა ვერ მიიღეს 2020 წელს გათვალისწინებული დაფინანსების ნაწილი (პრემიის ნაწილი, საპრიზო, სტიმულირება) თუმცა გუნდები 2020 წელს მისაღები დაფინანსების სრულ მოცულობას მიიღებენ 2021 წელს. ასევე განვახორციელეთ რამდენიმე მასობრივი და საგანმანათლებლო პროექტი, თუმცა შემცირებული ბიუჯეტის გამო ბევრი დაგეგმილი პროექტი ვერ განხორციელდა“, – წერია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

 

საბაზისო დაფინანსება

ეროვნული ლიგა 7,000,000

ლიგა2 5,000,000

ლიგა3 2,500,000

ლიგა 4 1,847,000

რეგიონლიგა 1,884,075

სულ 17,934,075

 

სტიმულირირების თანხა 2019

ელიგა 1,356,268

ლიგა2 1,230,856

ლიგა3 493,073

ლიგა 4 141,745

რეგიონლიგა –

სულ 3,221,942

 

პრემიალური თანხა

ეროვნული ლიგა 367,000

ლიგა2 235,000

ლიგა3 –

ლიგა 4 –

რეგიონლიგა –

სულ 602,000

წყარო: 1tv.ge

Share