Home » ბიზნესი » 2020 წელს ლომბარდებმა 322.8 მლნ. ლარის სესხი გასცეს – სესხების 87.5% ფიზიკურ პირებზე მოდის

2020 წელს ლომბარდებმა 322.8 მლნ. ლარის სესხი გასცეს – სესხების 87.5% ფიზიკურ პირებზე მოდის

2020 წელს ლომბარდებმა 322.8 მლნ. ლარის სესხი გასცეს. გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი – იურიდიულ პირებზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, სესხის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8 პროცენტი შეადგინა.

„საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში – 27.9 პროცენტს, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 24.3 პროცენტს შეადგენდა. საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილი თბილისზე (66.3 პროცენტი) მოდის, აჭარა (22.6 პროცენტი), იმერეთი (4.6 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (4.2 პროცენტი) და ქვემო ქართლი (1.1 პროცენტი).

ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 193 ლომბარდია რეგისტრირებული.

აქედან 46.1 პროცენტი თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი – აჭარაში, ხოლო 13.0 პროცენტი დანარჩენ რეგიონებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share