Home » მსოფლიო » 2020 წელს, ევროკავშირში დასაქმებულთა 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა (6%) სამუშაო რეგიონი შეიცვალა

2020 წელს, ევროკავშირში დასაქმებულთა 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა (6%) სამუშაო რეგიონი შეიცვალა

“ეუროსტატის” მონაცემებით, 2020 წელს ევროკავშირში 15-64 წლის ასაკის 192 მილიონ დასაქმებულთა შორის, 12 მილიონზე მეტი ადამიანი (დასაქმებულთა 6%) გადავიდა სამუშაოდ, ქვეყნის შიგნით, ერთი რეგიონიდან მეორეში, რაც ოდნავ მეტია 2019 წელთან შედარებით.

რეგიონალური გადაადგილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა ბელგიაში, სადაც დასაქმებულთა 21% სამუშაოდ სხვა რეგიონში გადავიდა. აღნიშნული პრაქტიკა გავრცელებული იყო ნიდერლანდებში (13%), ასევე ლიტვაში, გერმანიაში, ავსტრიაში (11%) და დანიაში (10%).

რეგიონალური გადაადგილების ყველაზე მეტი წილი დაფიქსირდა ბელგიის პროვინციაში, ბრაბანტ ვალონში (49%), რასაც მოყვება ბელგიის სხვა პროვინციები, მაგალითად, ვლაამს-ბრაბანტი. შემდეგია ბუდაპეშტი – უნგრეთში (ორივე 40%), ბურგენლენდი ავსტრიაში (38%), ფლევოლანდი ნიდერლანდები (36%) და ნამური ბელგიაში (34%).

რაც შეეხება სამუშაოდ სხვა ქვეყნებში გადასვლას, 2020 წელს 15-64 წლის ასაკში დასაქმებულთაგან 2 მილიონმა ადამიანმა (დასაქმებულთა 1%) შეიცვალა საცხოვრებელი რეგიონი და სხვა ქვეყანაში გადავიდა სამუშაოდ, რაც მცირედით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს.

ტრანსსასაზღვრო გადაადგილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 2020 წელს დაფიქსირდა სლოვაკეთში, სადაც დასაქმებულთა 5% გადაადგილდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში, შემდეგ მოდის ესტონეთი, ლუქსემბურგი და ხორვატია (3%).

რაც შეეხება ადგილებს, სადაც სამუშაოდ გადავიდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში, რეგიონალურ დონეზე ყველაზე დიდი წილი დაფიქსირდა ლუქსემბურგის პროვინციაში, ბელგიაში (32%), შემდეგ მოდის ტრირი გერმანიაში (15%) და ლორაინი საფრანგეთში (13%).

სანდრო პირველი

Share