Home » ფინანსები » 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ სექტორს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით 584 000 ლარის ჯარიმა დააკისრა

2020 წელს ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ სექტორს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით 584 000 ლარის ჯარიმა დააკისრა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს ფინანსურ სუბიექტებს 584 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი 2020 წლის ანგარიშიდან ირკვევა.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 23 წარმომადგენელი, მათ შორის, 10 სუბიექტი, რომლის ინსპექტირება 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა.

დაკისრებული ჯარიმის მოცულობით კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოირჩევიან. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტები და მათვის დაკისრებული ჯარიმის მოცულობა ასე გამოიყურება:
  • კომერციული ბანკები – 276 000 ლარი;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – 271 000 ლარი;
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – 21 000 ლარი;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტი – 16 000 ლარი.

BPN.GE

Share