Home » 2019 (page 6)

Yearly Archives: 2019

სასჯელი არ არის სასტიკი, როცა ადამიანი არღვევს კანონს და ამას განზრახ აკეთებს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს – ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ექიმისთვის „სასჯელის სახით ერთი წელი და 9 თვის მისჯა, ადეკვატური ზომაა“. „მე ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი ან სასტიკი. პირმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, არის ის, ...

Read More »

თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს – თიბისის სამაჯურს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის მომხმარებელი გადახდების განხორციელებას ინოვაციური მეთოდის, თიბისის სამაჯურის გამოყენებით შეძლებს. თიბისის სამაჯურით გადახდა ბევრად  მარტივი და კომფორტულია და ამისათვის, ელექტრონული საფულის და ბარათის გამოყენება აღარ არის საჭირო. სამაჯური ეკოლოგიურად სუფთა, წყალგაუმტარი, სიცხე და ყინვა გამძლე  პროდუქტია და მისი გამოყენებით გადახდა შესაძლებელია  ყველგან, სადაც გადახდის ტერმინალია განთავსებული. გადახდის პროცესი მომენტალურია და ამისათვის სამაჯურის POS ტერმინალთან მიახლოებაა საკმარისი. თიბისის ...

Read More »

ფინკა ბანკის დეპოზიტები – ახალი წელი ახალი მიზნებით

ახალი წელი ახალი მიზნების დასახვის დროა. რამდენი რამ გვჭირდება – ბინის რემონტი, სწავლა, მოგზაურობა, ახალი საოჯახო ტექნიკის შეძენა, მანქანის გამოცვლა და სხვა უამრავი სურვილის ასრულება.  მიზნების მალე მიღწევას ფინანსებისა და დროის სწორად გადანაწილება სჭირდება. ამაში კი ფინკა ბანკის დეპოზიტები დაგეხმარებათ. დეპოზიტი წარმოადგენს თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხას, რომელიც დროის გასვლასთან ერთად იზრდება. ჩვენი მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება, რომელთა მიღწევასაც სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის ...

Read More »

ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება – ნათია თურნავა

მეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროც და სხვა სამთავრობო უწყებებიც ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ყველა პროგრამაში იგულისხმება კონკრეტული ამოცანა, რამდენ დასაქმებულზე გავა და ეს პოლიტიკა უკვე მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. „როდესაც ...

Read More »

ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით – რომის პაპი ილია II-ს წერილს უგზავნის

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის რომის პაპის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს. რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ ...

Read More »

საბჭოთა კავშირის 6 საიდუმლო ქალაქი – ის, რასაც სკოლებში არ ასწავლიდნენ

ეს ქალაქები არც ერთ რუქაზე არ იყო აღნიშნული. არც საკუთარი სახელები ჰქონდათ: უმეტეს შემთხვევაში იმ რაიონული ცენტრის სახელწოდებებს იმეორებდნენ, სადაც მდებარეობდნენ, კონკრეტული ნომრის დამატებით, მაგ: არზამასი-16, პენზა-19 ან კრასნოიარსკი-26. ესენი იყო საბჭოთა ქალაქები, ე.წ. ЗАТО – დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიუი წარმონაქმნი, ან უბრალოდ დახურული ქალაქები, რომლებმაც ამგვარი სტატუსი მათში განლაგებული საიდუმლო სამხედრო-სტრატეგიული, კოსმოსური ან ენერგეტიკული დანიშნულების ობიექტების გამო მიიღო. ზოგიერთი საიდუმლო ქალაქის ...

Read More »

რა ღირს ქართული ღვინო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემებით, ქართული ღვინის ფასი მიახლოებულია წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ღვინის ფასებთან და არანაირად არ ასოცირდება დაბალფასიან ღვინოებთან. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, 1 ლიტრის ღვინის საექსპორტო ფასი – საფრანგეთში – 6 ევრო და 60 ცენტია, იტალიაში – 3 ევრო და 12 ცენტი, გერმანიაში – ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დღეს, 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი. ასევე, მსვლელობიდან მოიხსნება საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 – ხაშური – ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე. 25 დეკემბრიდან აღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

Read More »

ემუქრება თუ არა საქართველოს ლტოლვილთა ნაკადი – თურქეთმა ლტოლვილთა ახალი დიდი მასა შესაძლოა ევროპისკენ გაატაროს

თურქეთის პრეზიდენტი ისევ ევროპაში ლტოლვილების გაშვებით იმუქრება – სირიიდან კერძოდ იდლიბის პროვინციიდან თურქეთისკენ ლტოლვილების ახალი 80 ათასიანი ტალღა მიემართება, რომელსაც რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ევროპაში გადანაწილებას უმზადებს, ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს შესაძლოა ერდოღანმა მიგრანტების საკითხი რეალობად აქციოს, რადგან იგი მიიჩნევს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორემბა მათი წილი ვალდებულებები არ შეასრულეს. „თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ...

Read More »

ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმების შესახებ „ფეისბუქის“ განცხადებას აუდიტის სამსახური სწავლობს

აუდიტის სამსახური „ფეისბუქის“ განცხადებას სწავლობს, რომელიც ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აუდიტის სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის კომპეტენცია „ფეისბუქის“ განცხადების შინაარსში. „სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად „ფეისბუქის“ განცხადებას ეცნობა. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი აღნიშნული განცხადების შინაარსში,“ – აცხადებენ აუდიტის სამსახურში. შეგახსენებთ, „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან ...

Read More »