Home » 2019 (page 4)

Yearly Archives: 2019

ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო

ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო. როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს. „აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ ...

Read More »

ახალ წელს მშიერი არავინ უნდა იყოს, ცალკე მაგიდა იქნება იმისთვის, ვისაც შია – რესტორანი “ქვევრის” გადაწყვეტილება

რესტორანი “ქვევრის” მფლობელი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ამბავს ავრცელებს. როგორც ლაშა ბასლანძე წერს, რესტორანი “ქვევრი” მშიერ ადამიანებს დააპურებს. “ამ ახალ წელს მშიერი არავინ უნდა იყოს! ჯერ ახალი წლის დღეებში და შემდეგ ალბათ ისედაც გავაგრძელებთ… Qvevri • ქვევრი ში სულ იქნება ცალკე მაგიდა იმათვის ვისაც საჭმელი შია და საშუალება არ აქვს” – წერს სოციალურ ქსელში “ქვევრის” მფლობელი ლაშა ბასლანძე. ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე ცნობილი და ...

Read More »

მთავრობა ტექდათვალიერების პროცესს ამარტივებს – წინასაარჩევნო ნაბიჯი თუ სოციალური პასუხისმგებლობა

2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების პროგრამა. იმის მიუხედავად, რომ რეფორმა ამოქმედებამდე დიდი ხნით ადრე დაანონსდა, ამოქმედების შემდეგაც ტექნიკურ რეგლამენტში, არაერთი ცვლილება განხორციელდა. ასევე მრავალი ხარვეზიც გამოვლინდა ინსპექტირების პროცესში. თავის მხრივ, ინსპექტირების პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო და პირველ ეტაპზე დაიწყო იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება, რომლებიც 2018 წლის იანვრამდე, სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებოდნენ. ესენია: სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ...

Read More »

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთის დუმაში უპასუხეს

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხზე მოლაპარაკებების იდეა „ნორმანდიულ ფორმატში“ თავისებურად გამოიყურება, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები, პირველ რიგში, ამ ორ ქვეყანას ეხება, ხოლო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში სრულიად განსაკუთრებული ვითარებაა,- „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა. ნოვიკოვი ამ კომენტარით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთთან არსებული მოლაპარაკებათა სახეობებს გააჩნია ტექნიკური ხასიათი და შედეგი ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ამასთან, ინვესტორ კომპანია „ჰუალინგს“ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ყოველ დღეზე დასარიცხი ჯარიმა 500 ლარიდან ერთ ლარამდე შეუმცირდა. ინვესტორი შემცირებულ პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუკი ჭანტურიას ქუჩაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას 2023 წლის 26 ოქტომბრამდე დაასრულებს. როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ განუცხადეს, „ჰუალინგთან“ 2015 წლის ...

Read More »

კალაძე – მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან

დღეიდან, 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე გელოდებათ სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. მისი თქმით, დღეიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრება მოქალაქეებს ორ ლოკაციაზე, პირველი რესპუბლიკის და ორბელიანის მოედანზე შეეძლებათ. “ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. მინდა ...

Read More »

2019 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 415 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული ...

Read More »

კიბერთაღლითობის ახალი სქემა – მოწყობილობა, რომელსაც საბანკო ბარათების მონაცემების კოპირება შეუძლია

კიბერთაღლითობის გახშირების პარალელურად, საბანკო ბარათების მონაცემებზე წვდომის მეთოდები სულ უფრო „იხვეწება“. არსებობს მოწყობილობა, რომელსაც ბარათის მონაცემების დაკოპირება მხოლოდ ერთი შეხებით შეუძლია. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშული ტექნოლოგია სხვადასხვა საიტებზე იყიდება და მისი გამოყენების ფაქტები საქართველოშიც ფიქსირდება. როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თაღლითები პატარა მოწყობილობას ბარათის მქონე ადამიანს ან მის ჩანთას შეახებენ, რითაც ბარათის კოპირებას ახდენენ, შემდეგ კი ანგარიშზე ...

Read More »

არასტაბილური პოლიტიკური ფონი და გაუარესებული ბიზნესგარემო

არასტაბილური პოლიტიკური ფონი და გაუარესებული ბიზნესგარემო “ნუ გადმოვიტანთ კაპიტოლიუმის ბორცვზე ხელისუფლებისათვის დაუნდობელი ბრძოლის ეპიცენტრს საქართველოში, ნურც რუსული ინტერესების უნებლიე მსახურებად ვიქცევით” ჩვენ გვიკვირს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პერმანენტულად მცირდება. ამის გამომწვევ მიზეზებს არავინ ყურადღებას არ აქცევს. ხელისუფლება ზედაპირული მაჩვენებლების ფონზე, გაუმჯობესებული რეიტინგებით იწონებს თავს. ოპოზიცია საერთოდ არ ცდილობს გააანალიზოს თავისი ქმედებების დამაზიანებელი გავლენა ქვეყნის იმიჯზე. მას ვერც გაამტყუნებ – მისთვის ...

Read More »

ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა. პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.4% შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბერში სესხებისა და დეპოზიტების მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით (2.00%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.09%-ით გაიზარდა ...

Read More »