Home » 2019 (page 20)

Yearly Archives: 2019

საქართველოში კულინარიული ტურიზმის განვითარების რესურსი აუთვისებელია

გასტრონომიული ტურიზმი ქვეყანაში მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე ტურისტების მოზიდვის კარგი საშუალებაა. აღნიშნულ თემაზე კულინარიული ექსპედიციის ხელმძღვანელმა ქეთი კვიჭიძემ და ბრენდშეფმა გოგა მაისურაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორში" ისაუბრეს. "ქართულ კულინარიას სრული პერსპექტივა აქვს, განვითარდეს და მსოფლიოს ეგზოტიკურ სამზარეულოებში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ამის მაგალითად, კულინარებმა 25 განახლებული კერძი დაასახელეს, რომლის რეცეპტებიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოიძიეს. ქართველმა მზარეულებმა მთის სამზარეულოს 25 კერძი განაახლეს. ...

Read More »

საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ხოლო შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა ...

Read More »

ვაშინგტონში ივანიშვილის მიერ IRI-ს და NDI-ს კრიტიკას პასუხობენ

შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, კონგრესი და საერთაშორისო განვითარების სააგენტო აცხადებენ, რომ ენ-დი-აი (NDI) და აი-არ-აი (IRI) მსოფლიოს გარშემო და საქართველოშიც დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს და რომ ამერიკის ადმინისტრაცია და კონგრესი მათ გვერდით დგას. ამერიკული მხარის განცხადებები, ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ორგანიზაციების კრიტიკას მოჰყვა. “ტელე იმედის” ეთერში გადაცემა „სვოტ ანალიზში“ საუბრისას, ივანიშვილმა ამ ორგანიზაციებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში დასდო ...

Read More »

„ერთ თვეში ისეთი მოცულობის ექსპორტი, რაც ნოემბერში დაფიქსირდა, საქართველოს ჯერ არ ჰქონია“

„ნოემბერში მიღწეულია ექსპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 345.9 მლნ. აშშ დოლარი, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 25.2 პროცენტით მეტია. ასეთი დიდი მოცულობის ექსპორტი ერთ თვეში საქართველოს ჯერ არ ჰქონია“ , – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნოემბერში საგარეო ვაჭრობაში ასეთმა წარმატებებმა გააამყარეს საგარეო ვაჭრობის წლის პოზიტიური ტრენდი – მთლიანად იანვარ-ნოემბერში, წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა ...

Read More »

რა უნდა გავითვალისწინოთ ტელევიზორის შერჩევისას?

ტელევიზორები საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება გახლავთ. მიუხედავად ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის მიღების უამრავი ალტერნატივისა, ისინი ისევ ინარჩუნებენ პოპულარობას და მწარმოებლებიც წლიდან წლამდე ახალ, გაუმჯობესებულ მოდელებს სთავაზობენ მომხმარებლებს. დღეისთვის ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციონალის ტელევიზორს იხილავთ. გადავწყვიტეთ მათი ზოგადი მიმოხილვა წარმოგიდგინოთ და მნიშვნელოვან პარამეტრებში უკეთ გათვითცნობიერების საშუალებაც მოგცეთ. საუბარია თანამედროვე, თხევადკრისტალურ ტელევიზორებსა და მათ სხვადასხვა მოფიციკაციაზე. მაშ ასე, რა ...

Read More »

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა

კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აიღვინის სახლმა“ იყიდა. ელექტრონული აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა, სადაც გამოტანილი იყო დაბა მესტიაში არსებული 13 902 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის ...

Read More »

ნათია თურნავა – ორ კვირაში 26 ობიექტის პრივატიზება და 41 მილიონ ლარზე მეტის მოზიდვა შევძელით

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მოსალოდნელზე მეტად აქტიურ ტემპში მიმდინარეობს და პირველი ორკვირიანი ციკლი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგით დავასრულეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, პროექტის პირველი ორკვირიანი ციკლი დღე დასრულდა და ორი კვირის განმავლობაში 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, რომელიც აქამდე გაჩერებული და პრაქტიკულად უსარგებლო იყო. „ამ 26 ობიექტში ინვესტორებმა ჯამში გადაიხადეს 41 მილიონ ...

Read More »