BMW, Daimler და VW კარტერული გარიგების გამო 100 მილიონით დაჯარიმდნენ

0
70
BMW, Daimler და VW კარტერული გარიგების გამო 100 მილიონით დაჯარიმდნენ

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიები BMW, Volkswagen Group-ი და Daimler-ი კარტერული გარიგების გამო, რომელიც ამ კომპანიების მხრიდან ფოლადის შესყიდვებს უკავშირდება, 100 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ეს წამყვანი გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიები 2004-2013 წლებში შეთანხმებით მოქმედებდნენ და ამ გზით ავტომობილის თვითღირებულებას 1%-ით აიაფებდნენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა ჯარიმები აღიარეს და მზად არიან, გადაიხადონ. BMW-ს განცხადებით, ისინი 28 მილიონ ევროს გადაიხდიან, Daimler-ი – 23 მილიონ 500 ათასს, ხოლო VW Group-ში აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აცხადებენ, რომ  გამოძიების დასრულებას მიესალმებიან.