Home » 2019 » September (page 9)

Monthly Archives: September 2019

თბილისში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟება იგეგმება

თბილისში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟება იგეგმება

თბილისის მერია ქალაქში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟებას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ქალაქში შუქნიშნების მუშაობა მოხდეს შესაბამისად, სწორად. ზოგადად ყველა განვითარებულ ქალაქში არის ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც ერთმანეთს უყურებს და განსაზღვრავს ქალაქის ერთ მონაკვეთში თუ არის საცობი, მუშაობს ისე, რომ გამტარუნარიანობა  გააადვილოს, რათა საცობები არ შეიქმნას.  ეს ერთმანეთთან არის ...

Read More »

კალაძე გლდანში გზების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას „ბოლო გაფრთხილებას“ აძლევს

კალაძე გლდანში გზების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას „ბოლო გაფრთხილებას“ აძლევს

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე, ასევე კიკვიძის პარკში მომუშავე კომპანიებს „ბოლოჯერ აფრთხილებს“. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის კომპანიას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და თუ სამუშაოები ჯეროვნად არ განხორციელდება, მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს. „ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის, ვინც ადგილზე მუშაობს და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, თუ იქ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს… ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესელიზიშია განმარტებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. როგორც კომიტეტის 4 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ახალი ანგარიშის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდა 4.7 პროცენტი იქნება, 2020 წელს კი – 4.6 პროცენტი. ორივე შემთხვევაში პროგნოზი, წინა ანგარიშთან შედარებით, 0.3 პროცენტით შემცირდა. პროგნოზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებული მოცულობა სახელდება. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა წელს ქვეყანაში 4.5 პროცენტი იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კი – ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. ორგანიზაციის შეფასებით, 2019 წელს ინფლაციის დონე 4.3 პროცენტი იქნება (წინა პროგნოზი – 3.2 პროცენტი), 2020 წელს კი, 3.5 პროცენტი (წინა პროგნოზი – 3 პროცენტი). ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია აზიის რამდენიმე განვითარებადი ქვეყანაში გაზრდილ სამომხმარებლო ფასებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვალუტის გაუფასურებამ საქართველოში, ყაზახეთსა და პაკისტანში გამოიწვია იმპორტირებული სურსათის გაძვირება, რასაც საწვავსა და ...

Read More »

შეცდომაა, როცა ამბობენ, რომ ამაზონის ტყეები კაცობრიობის მემკვიდრეობა და პლანეტის ფილტვებია – ბრაზილიის პრეზიდენტი

შეცდომაა, როცა ამბობენ, რომ ამაზონის ტყეები კაცობრიობის მემკვიდრეობა და პლანეტის ფილტვებია - ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების ის ნაწილი, რომელიც ბრაზილიის ტერიტორიაზე მდებარეობს, სუვერენული ტერიტორიაა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ბოლსონარომ ხაზი გაუსვა, რომ შეცდომაა, როცა ამაზონის ტროპიკულ ტყეებს „კაცობრიობის მემკვიდრეობასა“ და „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ. „იყენებდნენ რა ამ ცრუ ინფორმაციას, კოლონიზატორული სულით განმსჭვალული გარკვეული ქვეყნები, დახმარების ნაცვლად უპატივცემულოდ გვექცეოდნენ. მათ ჩვენი ყველაზე ძვირფასი ...

Read More »

„მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს“

„მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს“

მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატიის უზრუნველყოფა სუვერენიტეტის შენარჩუნებითა არის შესაძლებელი. „თუ გსურთ თავისუფლება, იამაყეთ საკუთარი ქვეყნით. თუ გსურთ დემოკრატია, შეინარჩუნეთ სუვერენიტეტი. თუ გსურთ მშვიდობა, გიყვარდეთ თქვენი ერი. მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და ...

Read More »

ავტომფლობელებისთვის რეგულაციები მკაცრდება

ავტომფლობელებისთვის რეგულაციები მკაცრდება

მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად ავტომობილების მძღოლებზე კონტროლი მკაცრდება. სავარაუდოდ, ახალი წლიდან მანქანების გამონაბოლქვს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების გარდა, სპეციალური აპარატით გზებზეც შეამოწმებენ. მონიტორინგს, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები საეჭვო ნიშნების შემთხვევაში ჩაატარებენ. ამ გზით გარემოს დაცვის სამინისტრო იმ მანიპულაციების თავიდან აცილებას ცდილობს, რომლებსაც მძღოლები ტექდათვალიერების გავლის მიზნით მიმართავენ.

Read More »

აგვისტოში ბანკებმა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 125%-იანი მოგება მიიღეს

აგვისტოში ბანკებმა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 125%-იანი მოგება მიიღეს

2019 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 110 მილიონ 106 ათასი  ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 27 მილიონ 434 ათასი  ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61 მილიონ 178 ათასი ლარით ანუ 125%-ით მეტია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 48 მილიონ 928 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის ივლისში – 82 ...

Read More »

დავით ბაქრაძე: ქვეყანას მსგავსი ვალი არც შევარდნაძის და არც „ნაციონალების“ დროს ჰქონია

დავით ბაქრაძე: ქვეყანას მსგავსი ვალი არც შევარდნაძის და არც „ნაციონალების“ დროს ჰქონია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, ქვეყნის ვალი საგანგაშოდ იზრდება და მისი პარტია ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, მთავრობის ინიციატივა მავნებლური და საგანგაშოა, რომელიც ქვეყნის ვალს კიდევ უფრო ზრდის და ქართულ ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში აყენებს. „ ცვლილებებით, მთავრობა დამატებით 500 მლნ ლარიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს 400 მლნ ლარიანი მაღალპროცენტიანი შიდა ...

Read More »