Home » 2019 » September (page 5)

Monthly Archives: September 2019

ხაზარაძე აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღის და ენგურის ხიდზე სიმბოლური მონუმენტის აღმართვის ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღის და ენგურის ხიდზე სიმბოლური მონუმენტის აღმართვის ინიციატივით გამოდის

გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მამუკა ხაზარაძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ინიციატივით გამოდის, რომ ენგურის ხიდთან აღიმართოს სიმბოლური მონუმენტი, იმის ნიშნად, რომ მალე ეს კედელი დაინგრევა, ბლოკ პოსტი აღარ იარსებებს და ერთობა, მეგობრობა, სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს. „26 წელი გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ. 26 წელი გავიდა და ...

Read More »

23 ოქტომბერს ტოკიოს ავტოშოუზე „მაზდა“ თავის პირველ ელექტროავტომობილს წარმოადგენს

თუ თქვენ აფასებთ იაპონურ ხარისხს, კომფორტსა და ეკონომიას, ასეთ შემთხვევაში Mazda-ს მარკის ავტომობილები სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. შესანიშნავი დინამიკა, დახვეწილი ინტერიერი და იაპონური ხარისხი, ეს ის მახასიათებლებია, რაც Mazda-ს ყველასგან გამოარჩევს. Mazda-ს დიზაინის საფუძველი ფანტაზია და წარმოსახვაა, რაც ავტომობილს სიცოცხლეს შთაბერავს და მაქსიმალურ კომფორტს ქმნის მძღოლისთვის. კომპანია 1920 წელს დაარსდა იაპონიაში. ბრენდი თავდაპირველად „Toyo Kogyo Co“-ს სახელით ოპერირებდა ბაზარზე, ხოლო Mazda-ს სახელის ქვეშ ...

Read More »

ერთლარიანი მედიკამენტების მარაგი ამოწურულია

ერთლარიანი მედიკამენტების მარაგი ამოწურულია

მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტი მედიკამენტების ერთ ლარად მიწოდებასთან დაკავშირებით და მარაგის გარეშე დარჩენილი აფთიაქები. ბათუმში სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო 35 დასახელების წამლის შეძენა წესით ორ აფთიაქში უნდა შეეძლოთ, მაგრამ არცერთ მათგანში დღეს ჩამონათვალის დიდი ნაწილი არ მოიპოვებოდა. მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ხშირად ყოველ დღე მისაღები აბების შესაძენად რამდენიმედღიან რიგში უხდებათ დგომა. საჭიროებიდან გამომდინარე კი ასევე ხშირად დაცლილი ...

Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრისტალინა გეორგიევა უხელმძღვანელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრისტალინა გეორგიევა უხელმძღვანელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა კომიტეტმა, ფონდის ხელმძღვანელად კრისტალინა გეორგიევა დანიშნა. გეორგიევა ევროკავშირის ქვეყნებმა სსფ-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატად 2019 წლის აგვისტოში წარადგინეს. მსოფლიო ბანკის 65 წლის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. მან ჰოლანდიელი იეროენა დეისელბლოემა ხმის მიცემის პროცესში ორი რაუნდის შემდეგ დაამარცხა. ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

Read More »

„სახელმწიფო და კონსორციუმი ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ პროექტის ჩავარდნა”

„სახელმწიფო და კონსორციუმი ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ პროექტის ჩავარდნა”

„ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ შავი ზღვა და ჩვენი ნავსადგურები არის რეგიონალური მნიშვნელობის, ის არ არის საერთაშორისო მასშტაბების” ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პროექტის კომერციულ ინტერესზე და აგრეთვე ფოთის პორტის საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსები” “ისთ გეით გრუფის” დამფუძნებელს, ბიზნესმენ ირაკლი იაშვილს ესაუბრა: – ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი კითხვა დაგროვდა, საიდანაც ყველაზე აქტუალურია მისი კომერციული ...

Read More »

ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.    გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.    ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.  

Read More »

90 წამიანი ვიდეო ტური Tesla-ს ქარხანაში

90 წამიანი ვიდეო ტური Tesla-ს ქარხანაში  ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია, დაფუძნებული ქალაქ პალო-ალტოში, კალიფორნიაში. კომპანია დაკავებულია ელექტრომობილების და მზის პანელების წარმოებით. მისი ქარხნები განლაგებულია ნევადასა და კალიფორნიაში. 2018 წლის ივნისის მონაცემებით „Tesla“ ყიდის Model S, Model X და Model 3 ავტომობილებს, Powerwall და Powerpack ბატარეებს, მზის პანელებს და სხვა პროდუქტებს.

Read More »

საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს კარგავს

საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს კარგავს

ინვესტიციების კლებამ უკვე სახიფათო ფორმა მიიღო საქართველოში განხორიციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებამ უკვე სახიფათო ფორმა მიიღო. ინვესტიციების ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული პერიოდისთვის მისი ზრდა თუ კლება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი კლების ტენდენცია თვალშისაჩინოა. ინვესტიციები I-II კვარტალში მიმდინარე თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი – ჟაკ შირაკის გარეშე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი

სალომე ზურაბიშვილი - ჟაკ შირაკის გარეშე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „ჟაკ შირაკ მოგიგონებთ პატივისცემით და მადლიერებით. მის გარეშე მე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი”,- წერს სალომე ზურაბიშვილი. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. #jacqueschirac respectueuses pensées et remerciements. Sans lui je ne serais pas aujourd’hui #présidentedeGéorgie — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 26, 2019

Read More »

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი 108 მილიონი ევროდან თანხის ნაწილის, 5 მილიონ დოლარამდე ეკონომია მოხდა. სწორედ ეს თანხა მოხმარდება უკვე ახალი მონაკვეთისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას და დეტალური პროექტის შედგენას.

Read More »