Home » 2019 » September (page 34)

Monthly Archives: September 2019

დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა

დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა. კელი დენიანი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში. მას დიპლომატიურ სამსახურებში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. დენიანს წამყვანი დიპლომატიური პოსტები ეკავა იტალიაში, კოსოვოში, ავაღანეთსა და თურქეთში. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტური იყო. 2015 წლიდან 2018 წლამდე აშშ-ის ელჩის თანამდებობას საქართველოში იან კელი იკავებდა. ...

Read More »

ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება

თბილისის მერია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ტენდერი ახალი ავტობუსების შესაძენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ყვითელი ფერის ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. უკვე შევიძინეთ 90 ...

Read More »

„მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა“

„მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა“

მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, საუბარი, რომ ლარის კურსი მოსახლეობაზე გავლენას არ ახდენს, თავის მოტყუებაა. აბაშიშვილის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი, თუ რამ მიიყვანა ლარის კურსი ამ ნიშნულამდე. „რა თქმა უნდა, კურსზე ...

Read More »

გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა

გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია რომ 2019-2020 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება აღნიშნულ პერიოდში სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. დოკუმენტში ნათქვამია რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ 4 საკვანძო მიმართულებაზე: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკის განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ასევე სახელმწიფო მმართველობა. პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მინისტრთა კაბინეტის ...

Read More »

ხვალ ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია.  ღონისძიებას წარუძღვება ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი. მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის კონსული საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპო, საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გივი დავითაშვილი, TAV Georgia-ს გენერალური დირექტორი ...

Read More »

ქართულ ბაზარზე Coca-Cola Energy გამოჩნდება – „მისი მიღება ბავშვებისთვისაც დასაშვები იქნება“

ქართულ ბაზარზე Coca-Cola Energy გამოჩნდება - „მისი მიღება ბავშვებისთვისაც დასაშვები იქნება“

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ქართული ბაზრისთვის Coca-Cola Energy გამოუშვა. ახალი სასმელი ბაზარზე ხვალიდან გამოვა. სასმელი 300-მგ-იან თუნუქის ქილებში გაიყიდება. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ Coca-Cola Energy-ის წარმოება აგვისტოში დაიწყო. თავდაპირველად სასმელი აზერბაიჯანის ბაზარზე გავიდა. ხვალიდან კი მისი დაგემოვნება ქართველ მომხმარებელსაც შეეძლება. „კოკა-კოლას“ ბევრი სასმელი, რაც მსოფლიოში უნდა გამოვიდეს, ჩვენთან ინერგება. მაგალითად, „კოკა-კოლა“ ყავით ჯერ საქართველოში გამოვუშვით, მერე სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს მისი წარმოება. ეს ...

Read More »

BMW X5-ის ჰიბრიდული ვარიანტი 100 კილომეტრზე 1.2 ლიტრ ბენზინს დაწვავს

BMW X5-ის ჰიბრიდული ვარიანტი 100 კილომეტრზე 1.2 ლიტრ ბენზინს დაწვავს

გერმანული ავტომწარმოებელი BMW ევროპის რეგიონში ახალი ჰიბრიდული მოდელის, X5 xDrive45e-ის გაყიდვას იწყებს. ავტომობილი როგორც ელექტრო, ასევე შიგა წვის ძრავით არის აღჭურვილი და მისი ოფიციალური აღწერის მიხდევით, მისი სტანდარტული ეკიპირების მქონე ვარიანტი 100 კილომეტრ მანძილზე 1.2-1.9 ლიტრ ბენზინს დაწვავს. 0-დან 100 კილომეტრ საათამდე სიჩქარეს კი ავტომობილი 5.6 წამში ავითარებს. ახალი ავტომობილის ღირებულება 88 ათასი ევროა.

Read More »

Facebook-ი ლაიქების დამალვას აპირებს

Facebook-ი ლაიქების დამალვას აპირებს

Facebook-ის ადმინისტრაციამ შესაძლოა გატესტოს ფუნქცია, რომელიც ლაიქებისა და ემოციების რაოდენობას მალავს. ეს ინფორმაცია TechCrunch-ს თავად სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. გამოცემამ Facebook-ს მას შემდეგ მიმართა, რაც სპეციალისტმა მანჩუნ ვონგმა განაცხადა, რომ სოციალურმა ქსელმა ლაიქების დამალვის ფუნქციის შექმნა დაიწყო Android-ისთვის. ვონგის თქმით, ახალი ფუნქციის დახმარებით მომხმარებლები ვეღარ დაინახავენ, თუ რამდენ „ლაიქს“ მოაგროვებს ფოტო ან ვიდეო: ეს სტატისტიკა მხოლოდ პოსტის ავტორისთვის იქნება ხელმიწსაწვდომი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ...

Read More »

„სად წავა მოწამლული ღრუბელი“ – ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაცია

„სად წავა მოწამლული ღრუბელი“ - ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაცია

“აფეთქება არხანგელსკში მეზობელი სახელმწიფოებისთვის რა თქმა უნდა საფრთხეს წარმოადგენს, ეს ჩერნობილის ინციდენტის მიკროვარიანტია, ეს არ იყო მასშტაბური, მაგრამ რეალურად მაინც ბირთვულ აფეთქებაზეა საუბარი. “შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, არქტიკას მოწამლავს თუ არა და შემდგომში სად წავა ეს რადიოაქტიური ნივთიერებებით მოწამლული ღრუბელი, ეს არავინ არ იცის”- ასე ეხმიანება “რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, 8 აგვისტოს რუსეთში არხანგელსკის ოლქში მომხდარ ინციდენტს. 8 ...

Read More »

ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტისას დილერი აქციზის გადასახადს უკან დაიბრუნებს

ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტისას დილერი აქციზის გადასახადს უკან დაიბრუნებს

ავტომობილებისა და მოტოციკლის რეექსპორტისას დილერი აქციზის გადასახადს სრულად დაიბრუნებს. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეწარმე იმპორტირებულ საქონელს ექსპორტზე 90 დღის ვადაში გაიტანს. აღნიშნული ცვლილება ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევიდა.

Read More »